შაპოვალოვის კრიზისი გრძელდება

შაპოვალოვის კრიზისი გრძელდება

ესპანეთის ქალაქ მალიორკაშ გრძელდება ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. მეორე რაუნდის შეხვედრაში ბენჟამინ ბონზიმ 6:4 6:1 გაანადგურა დენის შაპოვალოვი და მომდევნო წრის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის სტარტი კანადელს უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:1 დაწინაურდა. თითქოს დენისს არ უნდა გასჭირვებოდა სეტის გამარჯვებამდე მიყვანა, თუმცა შაპოვალოვის თამაში მოულოდნელად მოიშალა – მსოფლიო რეიტინგის N16 ჩოგანმა მომდევნო 6 გეიმიდან 5 წააგო და მასთან ერთად სეტიც დათმო- 4:6.

არც მეორე პარტიაში გამოსწორებულა შაპოვალოვის თამაშის ხარისხი – 30 წუთში ბონზიმ კიდევ ორჯერ აიღო მეტოქის ჩაწოდება და 6:4 6:1 იმარჯვა.

null

კანადელმა ჩოგბურთელმა 4 ეისის წილ 6 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 9 ბრეიკპოინტიდან მხოლოდ ერთის რეალიზება შეძლო.

შაპოვალოვმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო (ბოლო გამარჯვება 12 მაისს მოიპოვა რომის ტურნირზე).

null

ბენჟამინ ბონზიმ კარიერაში მეორედ დაამარცხა რეიტინგის ტოპ 20-ის წარმომადგენელი (პირველი გამარჯვება ასლან კარაცევთან).

ფრანგი ჩოგბურთელი კარიერაში მესამედ გავიდა ATP-ის ტურნირის 1/4 ფინალში, სადაც მისი მეტოქე გერმანელი დანიელ ალტმაიერი იქნება.