შონ ომალიმ დვალიშვილს გარეგნობაზე დასცინა [VIDEO]

14:14 / 17 მარ 2023
შონ ომალიმ დვალიშვილს გარეგნობაზე დასცინა [VIDEO]

UFC-ს ვარსკლავმა, სუპერმსუბუქი წონის #2 კონტენდერმა, შონ ომალიმ თავის პოდკასტში მერაბის და იანის ბრძოლაზე ისაუბრა. გარდა ბრძოლის ტექნიკური ნაწილისა და მერაბის პერფორმანსის შექებისა, ამერიკელმა მებრძოლმა მერაბს გარეგნობაზე დასცინა.

“გულის სიღრმეში იანი ძალიან შემეცოდა. ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივის სტატუსი ჰქონდა, Pound For Pound-ის სიაში იყო, დივიზიონის ყველაზე სახიფათო მებრძოლად ითვლებოდა… არალეგალური დარტყმა ალჯოსთან, შემდეგ მარცხი რემატჩში, მარცხი ჩემთან და ახლა უკვე მერაბთან. იანი მერაბთან განსხვავებულად დამარცხდა, ეს კი სწორედ მერაბის დამსახურებაა – მან იანი მარტივ მეტოქედ დაგვანახა. მას თეიქდაინის 49 მცელობა ჰქონდა, სიგიჟეა. მისი კარდიო არაადამიანურია, თუმცა, მისი ცხვირი ყველაზე ცუდი ცხვირია რაც კი ოდესმე მინახავს – ჯანდაბა, ძალიან უშნო ხარ”