ჩაქუჩების დირექტორი

13:16 / 23 სექ 2022
ჩაქუჩების დირექტორი

ვესტ ჰემის აღზრდილი და შემდეგ წლების განმავლობაში კაპიტანი, მარკ ნოუბლი, კლუბის სპორტულ დირექტორად დანიშნეს. 35 წლის სპეციალისტი ამ თანამდებობაზე მუშაობას 2023 წლის 2 იანვრიდან შეუდგება.

მარკმა კარიერა 2021/22 წლების სეზონის ბოლოს დაასრულა. დებიუტი კი პირველ გუნდში 2004 წელს ჰქონდა. ჯამში ჩაქუჩების მაისურით 550 მატჩი ჩაატარა, 62 ბურთი გაიტანა და 61 საგოილე გადაცემა შეასრულა.

Mark Noble: West Ham legend to return to boyhood club in January as  sporting director | Football News | Sky Sports