ჩილეში მსოფლიოს სერიის საგზურისთვის

17:44 / 28 ივლ 2022
ჩილეში მსოფლიოს სერიის საგზურისთვის

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ვაჟთა ნაკრები 12-14 აგვისტოს მსოფლიოს სერიის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს, რომელსაც ჩილე უმასპინძლებს. თამაშები სანტიაგოს სანტა ლაურას სტადიონზე გაიმართება.

მსოფლიო სერიის საგზურისთვის მსოფლიოს ექვსივე რეგიონის 12 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც სამ ოთხგუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული. თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი თასის მეოთხედფინალში გადის. ჩილეში ყველა ადგილი გათამაშდება. თუმცა, მსოფლიოს სერიის საგზურს მხოლოდ გამარჯვებული მიიღებს.

საქართველო A ჯგუფში ჩილეს, სამხრეთ კორეისა და პაპუა ახალი გვინეას ნაკრებებთან ითამაშებს. B ჯგუფში ჰონკონგი, ტონგა, იამაიკა და ზიმბაბვე მოხვდნენ. C ჯგუფში ურუგვაი, უგანდა, გერმანია და ლიეტუვა.

შვიდკაცა ბორჯღალოსნებს გაძლიერების მიზნით შავი ლომისა და ეროვნული ნაკრების სამი უკანახაზელი დაემატათ. ესენია: მირიან მოდებაძე, ლაშა ლომიძე და ლუკა მატკავა.

საქართველოს ნაკრები
იოსებ გუშარაშვილი (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), გიორგი კოშაძე (ხარები), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი), გიორგი გელაშვილი (არმია), ლუკა მატკავა (შავი ლომი), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი ჯობავა (ხვამლი), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი), თემურ კოხოძე (აია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), თემო ჭიჭინაძე (ყოჩები), ლევან ნარიმანიძე (ხარები), გიორგი ჭუაძე (აკადემია).