“ჩოგბურთო, მე შენ მიყვარხარ და არასდროს დაგტოვებ” – როჯერ ფედერერის გამოსამშვიდობებელი წერილი

“ჩოგბურთო, მე შენ მიყვარხარ და არასდროს დაგტოვებ” – როჯერ ფედერერის გამოსამშვიდობებელი წერილი

დიდი სლემის ტურნირების 20 – გზის გამარჯვებულმა როჯერ ფედერერმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ის ჩოგბურთს ემშვიდობება.

გუშინ, 41 წლის შვეიცარიელმა განაცხადა, რომ როდ ლეივერის თასზე ასპარეზობის შემდეგ (23-25 სექტემბერი) ასრულებს პროფესიონალურ კარიერას.

null

ჩემს საჩოგბურთო ოჯახს და არამხოლოდ მასს:

ყველა იმ საჩუქრიდან, რაც ჩოგბურთმა მაჩუქა წლების განმავლობაში, მთავარი, უდავოდ, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ გზაზე გავიცანი: მეგობრები, მეტოქეები და, უპირველეს ყოვლისა ფანები, რომლებიც აცოცხლებენ სპორტს. დღეს მინდა ყველას გაგიზიაროთ რამდენიმე სიახლე.

როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, ბოლო სამი წლის განმავლობაში მე მქონდა სირთულეები ტრავმებთან და ოპერაციებთან დაკავშირებით. ბევრი ვიმუშავე, რომ სრულფასოვან ფორმაში დავბრუნდე. მაგრამ მე ასევე ვიცი ჩემი შესაძლებლობების საზღვრები და ამ ბოლო დროს სხეულმა აშკარა სიგნალები მომცა. მე ვარ 41 წლის. 24 წლის განმავლობაში 1500-ზე მეტი მატჩი ვითამაშე. ჩოგბურთი ძალიან გულუხვი იყო ჩემ მიმართ და ახლა უნდა ვაღიარო, რომ დროა დავასრულო ჩემი პროფესიონალური კარიერა.

მომდევნო კვირას, ლონდონში გასამართი Laver Cup იქნება ჩემი ბოლო ATP ტურნირი. მომავალში, რა თქმა უნდა, ჩოგბურთს ვითამაშებ, მაგრამ არა დიდი სლემის ტურნირებზე და არა ATP ტურზე.

ეს ერთდროულად სამწუხარო და სასიხარულო გადაწყვეტილებაა, რადგან მენატრება ყველაფერი, რაც ტურმა მომცა. მაგრამ ამავე დროს, სიხარულის მრავალი მიზეზი არსებობს. თავს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იღბლიან ადამიანად ვთვლი. ჩოგბურთის განსაკუთრებული ნიჭი მომცეს და ვითამაშე ისეთ დონეზე, რომელსაც ვერ წარმოვიდგენდი, იმაზე მეტხანს, ვიდრე ოდესმე მეგონა.

null

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს საოცარ მეუღლეს – მირკას, რომელიც ყოველ წუთს ჩემთან ერთად ცხოვრობდა. ფინალამდე გამათბობდა, უამრავ მატჩს უყურებდა მაშინაც კი, როცა რვა თვის ორსული იყო და გუნდთან ერთად გასტროლებზე 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იტანდა ჩემს სულელურ ხრიკებს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოთხ მშვენიერ შვილს ასეთი მხარდაჭერისთვის, მუდამ სურთ ახალი ადგილების შესწავლა და შესანიშნავი მოგონებების შექმნა. დაუვიწყარია იმის ყურება, თუ როგორ მქომაგობენ ოჯახის წევრები ტრიბუნებიდან.

null

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მოსიყვარულე მშობლებს და ძვირფას დას, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ასეთი საჩოგბურთო კარიერის შექმნა. დიდი მადლობა ყველა ჩემს ყოფილ მწვრთნელს, რომელთაც მაჩვენეს სწორი გზა… საოცარი ადამიანები ხართ!

უდიდესი მადლობა შვეიცარიის ჩოგბურთის ფედერაციას, რომელმაც დამიჯერა, ირწმუნა ჩემი ნიჭიერების და როგორც ახალგაზრდა მოთამაშეს განვითარების საშუალება მომცა.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს შესანიშნავ გუნდს, ივანს, დანის, როლანდს და განსაკუთრებით სევას და პიერს, რომლებიც საუკეთესო რჩევებს მაძლევდნენ და ყოველთვის იქ იყვნენ. ასევე ტონი, რომელიც ოსტატურად მართავდა ჩემს საქმეებს 17 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. თქვენ ყველანი წარმოუდგენლები ხართ და მე მიყვარს თქვენთან გატარებული ყოველი წუთი.

null

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ერთგულ სპონსორებს, რომლებიც ჩემთვის ნამდვილი პარტნიორები გახდნენ, ასევე ATP-ის ტურნირების ორგანიზატორებს, ისინი შრომისმოყვარეები არიან, რომლებიც ყოველთვის სიკეთითა და სტუმართმოყვარეობით გვხვდებიან.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეტოქეებს. გამიმართლა, რადაგან ძალიან ბევრი შესანიშნავი მატჩი ჩავატარე უდიდესი ჩოგბურთელების წინააღმდეგ, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. ჩვენ ვიბრძოდით გულწრფელად, ვნებით, გამძლეობით და მე ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი საბოლოო გამარჯვებისთვის. წარმოუდგენლად მადლობელი ვარ. ჩემმა თაობამ ჩოგბურთის შემდეგ საფეხურზე აყვანა შეძლო.

განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო ჩემს დაუჯერებელ გულშემატკივრებს. ვერასდროს გაიგებთ თუ რამდენი ძალა და რწმენა მომეცით. შთაგონება, რომლითაც სავსე სტადიონებზე შევდიოდი სათამაშოდ, ერთ-ერთი ყველაზე ნათელი შთაბეჭდილებაა ჩემს ცხოვრებაში. თქვენს გარეშე, ეს წარმატებები უბრალოდ არ იქნებოდა, არ იქნებოდა სავსე სიხარულითა და ენერგიით.

null

ATP TOUR-ზე გატარებული 24 წელი წარმოუდგენელი თავგადასავალი იყო. მე გამიმართლა, რომ მეთამაშა თქვენს წინაშე 40-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანაში. ვიცინოდი და ვტიროდი, განვიცადე სიხარული და ტკივილი. ჩემი მოგზაურობის დროს გავიცანი ბევრი შესანიშნავი ადამიანი, რომლებიც სამუდამოდ დარჩებიან ჩემს მეგობრებად. თქვენ მუდმივად იღებდით დროს გადატვირთული გრაფიკიდან, რომ გეყურებინათ ჩემი თამაში და მხარი დაგეჭირათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით – გმადლობთ.

ყველაფერი ბოლ-ბოის ფორმით დაიწყო, პატარა ბიჭი, რომელსაც ქონდა ოცნება გამხდარიყო დიდი ჩოგბურთელი. ოცნება მაიძულებდა მეტი მემუშავა და საკუთარი თავის მჯეროდა. წარმატებამ თავდაჯერებულობა მომცა და დავიწყე საოცარი მოგზაურობა, რომელიც დღემდე გრძელდება.

ამიტომ, გულით მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს მთელს მსოფლიოში, რომლებიც დაეხმარნენ ახალგაზრდა შვეიცარიელ ბურთის მიმტანს ოცნებების ასრულებაში.

და ბოლოს, ჩოგბურთო – მე შენ მიყვარხარ და არასდროს მიგატოვებ“.