“ხაბიბი ჩემთან ბრძოლას არ დათანხმდა, ის ადრე თუ გვიან წააგებდა” – ალდო ხაბიბზე

21:54 / 13 სექ 2021
“ხაბიბი ჩემთან ბრძოლას არ დათანხმდა, ის ადრე თუ გვიან წააგებდა” – ალდო ხაბიბზე

გასულ თვეში, ხაბიბმა პრესკონფერენციაზე ქვემსუბუქი წონის ყოფილ ჩემპიონზე, ჟოზე ალდოზე ისაუბრა. ხაბიბსი თქმით, ალდოს ძლიერი მეტოქე არასდროს დაუმარცხებია, მის დივიზიონში ვინც კი ელიტურ მებრძოლად ითვლებოდა (საუბარია კონორზე და იანზე) ორივესთან დამარცხდა. აღნიშნულ განცხადებას კი ცოტა ხნის წინ თავად ჟოზე ალდო გამოეხმაურა:

“ხაბიბის განცხადება შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის. ხაბიბმა თქვა, რომ ჩემი დრო უკვე დამთავრდა და აღარ მაქვს შანსი, კვლავ გავხდე ჩემპიონი. მან ასევე ჩემი პიოტრ იანთან მარცხი ახსენა – წაგება ეს უბრალოდ სპორტის ნაწილია, ადრე თუ გვიან ისიც წააგებდა.მე და ხაბიბს დაძაბულობა არასდროს გვქონია. მეტიც, მე ფერგიუსონთან ჩაშლილი ბრძოლის დროს ჩემი ვარიანტი შევთავაზე, მაგრამ ის არ დამთანხმდა. ის მიხვდა, რომ კარიერის დასრულება შეცდომა იყო და ახლა ასე ცდილობს სხვა ვეტერანები დააკნინოს. 10-20 წელში, მე არ ვინანებ არაფერს რადგან აქ ვარ და ვიბრძვი. ხაბიბი კი კითხავს თავის თავს: “რა მოხდებოდა, მე რომ ბრძოლა გამეგრძელებინა და ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი გავმხდარიყავი?” – ეს კითხვა მას ყოველთვის შიგნიდან შეჭამს.”