ხავი: ლევანდოვსკი? ასაკს მნიშვნელობა არ აქვს

ხავი: ლევანდოვსკი? ასაკს მნიშვნელობა არ აქვს

 

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ თქვა, რომ მზადაა ლევანდოვსკი და მისი ასაკის სხვა ვარსკვლავები გუნდში მიიწვიოს

–          “ლევანდოვსკი 33 წლისაა. ბარსა ვეტერანებს დაიმატებს?”

–          “38 წლის დანი ალვესი გავიფორმეთ. ეს ასაკზე კი არა, თამაშზეა დამოკიდებული. ფეხბურთელები საკუთარ თავზე ისე სერიოზულად ზრუნავენ, რომ ყოველ წელს მეტად პროფესიონალები ხდებიან. მთელ მსოფლიოში ასეა.

იბრაჰიმოვიჩი, მოდრიჩი, დანი ალვესი… დიდ გუნდებში კარგად თამაშობენ. ასევე: რონალდუ და მესი… ასაკი პრიორიტეტი არ არის, თუ ფეხბურთელს გუნდის გაძლიერება შეუძლია,” – თქვა ხავიმ