ხვიჩა კვარაცხელია: ნაკრებში ყველა გამოძახებას დიდი სიხარულით ვხვდები (ვიდეო)

13:17 / 22 სექ 2022
ხვიჩა კვარაცხელია: ნაკრებში ყველა გამოძახებას დიდი სიხარულით ვხვდები (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას მცირე ინტერვიუ გამოქვეყნდა. ფეხბურთელი ამბობს, რომ მისთვის ყველა სანაკრებო გამოძახება ძალიან სასიხარულოა და მთავარი გუნდური წარმატებაა.

ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად საქართველოს ნაკრების შეკრებაზეა. ვილი სანიოლის შეგირდები ერთა ლიგის მეხუთე ტურში ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებენ, ბოლო მატჩს კი სტუმრად გიბრალტართან გამართავენ.

ფოტო: Nakrebi.ge