ხუთი დებიუტანტით ივლისის ტესტებზე

19:26 / 20 ივნ 2022
ხუთი დებიუტანტით ივლისის ტესტებზე

საქართველოს ნაკრები ივლისში სამ მატჩს გამართავს. ბორჯღალოსნები 3 ივლისს აია არენაზე არგენტინა XV-ს დაუხვდებიან. 10 ივლისს ბათუმში იტალიას უმასპინძლებენ, 16 ივლისს კი, ისევ ქუთაისში პორტუგალიას ვუმასპინძლებთ. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გაფართოებული, 34-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
გუნდს ტრავმების გამო რამდენიმე მორაგბე დააკლდა.
ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
“სამწუხაროდ, ტრავმების გამო დაგვაკლდებიან მესამეხაზელები – გიორგი ცუცქირიძე და თორნიკე ჯალაღონია, ასევე შერკინების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი. პირადი პრობლემების გამო ვერ ჩამოდის გიორგი მელიქიძე”
მწვრთნელებმა გაფართოებულ რაზმში ხუთ დებიუტანტს უხმეს. ხუთივე მათგანი ნაკრების შეკრებაზე აქამდეც ყოფილა. თუმცა, ქვეყნის უპირველესი გუნდის კვართით თამაში ჯერ არ მოუწიათ. ესენი არიან: გურამ პაპიძე (ბურჯი), ნიკა აბულაძე (ბურჯი), მიხეილ ბაბუნაშვილი (მეორე ხაზი), ლადო ჩაჩანიძე (მეორე ხაზი) და ლუკა მატკავა (მგეზავი).
ბორჯღალოსნები მომავალი თამაშებისთვის მზადებას 26 ივნისს, ქუთაისში დაიწყებენ.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი:
გურამ გოგიჩაშვილი (რასინგი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), ნიკა აბულაძე (შავი ლომი); შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა), ჯაბა ბრეგვაძე (კუბოტა), ბექა გიგაშვილი (ტულონი), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი), გურამ პაპიძე (ლა როშელი)
მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბაიონი), ლაშა ჯაიანი (შავი ლომი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (ბაიონი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი);
მესამე ხაზი: ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), ოთარ გიორგაძე (ბრივი), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი);
№9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (მონპელიე), მიხეილ ალანია (ორიაკი)
№10: თედო აბჟანდაძე (ბრივი), ლუკა მატკავა (შავი ლომი);
№12-13: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი), გიორგი კვესელაძე (გლოსеერი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი);
№11-14: აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), სანდრო თოდუა (შავი ლომი), დავით მესხი (ენისეი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი);
№15: დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი)