ჯოელ ემბიდი MVP-ს მთავარი ფავორიტია

“ფილადელფიას” ცენტრმა – ჯოელ ემბიდმა MVP-ს რეიტინგში გადაასწრო “დენვერის” ლიდერ ნიკოლა იოკიჩს და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. შეგახსენებთ, რომ რეგულარული სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 3 კვირა დარჩა.
“ფილადელფიას” 6 მატჩიანი მოგებათა სერია გააჩნია. ამ პერიოდის განმავლობაში კამერუნელი კალათბურთელი საშუალოდ მატჩში 36.8 ქულას, 8.5 მოხსნას და 4.7 პასს ასრულებს. ჯოელის თამაშიდან სროლების რეალიზაციის პროცენტი 60-ს უტოლდება.
თავისმხრივ, მცირე კრიზისს განიცდის “დენვერი”. მაიკ მელოუნის გაწვრთნილმა გუნდმა უკანასკნელი 5 მატჩიდან 4 წააგო. მიუხედავად “ნაგეთსის” ასეთი ცუდი შედეგისა, სერბი ცენტრი აგრძელებს ‘გიჟური” სტატისტიკის ჩვენებას – ბოლო 5 მატჩიდან ორში ნიკოლამ 30 ქულიანი სამმაგი დუბლები შეასრულა.