ჯოკოვიჩის სენსაციური მარცხი მონტე კარლოში

ჯოკოვიჩის სენსაციური მარცხი მონტე კარლოში

მონაკოს სამეფოში სტარტი აიღო მონტე კარლოს მასტერსმა. მესამე სათამაშო დღეს ტურნირის მთავარი სენსაცია მოხდა – მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 3:6 7:6 1:6 წააგო ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინასთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

შეხვედრის პირველი სეტი სერბმა ჩოგბურთელმა ძალიან დაბალ დონეზე ჩაატარა – სამჯერ წააგო გეიმი საკუთარ ჩაწოდებაზე და თავი მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენა. ნოვაკმა ერთი უკუბრეიკის შესრულება შეძლო, თუმცა პარტია მაინც წააგო 3:6.

null

მეორე სეტი გაცილებით უფრო საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ალეხანდრო ჯერ 3-0 დაწინაურდა, შემდეგ 4-2, თუმცა მოპოვებული ჰანდიკაპი ვერცერთხელ შეინარჩუნა. ჯოკოვიჩმა ზედიზედ 3 გეიმის მოგებით ლიდერობა მოიპოვა და 5-4-ზე სეტზე აწვდიდა. ესპანელი დროულად გამოფხიზლდა – უკუბრეიკი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე პარტიის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ოდნავ უკეთესად სერბი გამოიყურებოდა, რომელმაც საჩოგბურთო ლატარეა 7-5 მოიგო და სეტებს შორის ანგარიშიც გაათანაბრა.

მესამე პარტიაში ესპანელმა ჩოგბურთელმა უბრალოდ გაანადგურა მეტოქე – 7 გამართული გეიმიდან 6 მოუგო მეტოქეს და კარიერაში პირველად დაამარცხა მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი.

null

მატჩი 2 საათსა და 56 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში “ნოლეს” ანგარიშზე 1 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა იყო. თავისმხრივ ალეხანდროს ეისი არ ქონია, ხოლო ორმაგი შეცდომა მანაც ხუთჯერ დაუშვა. ესპანელმა მატჩის მიმდინარეობისას 20 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა, საიდანაც ცხრა ბრეიკის რეალიზება შეძლო, ნოვაკმა კი ფოკინას ჩაწოდება ოთხჯერ მოიგო.

ტურნირის მესამე წრეში ესპანელი ჩოგბურთელი გოფინ/ევანსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.