ჰურკაჩის მოულოდნელი მარცხი

ჰურკაჩის მოულოდნელი მარცხი

ა.შ.შ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში გრძელდება ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. მეორე რაუნდის მატჩში მოულოდნელი მარცხი იწვნია ჰუბერტ ჰურკაჩმა. CITI OPEN-ზე მეორე ნომრად განთესილი სპორტსმენი 4:6 6:7 დამარცხდა ემილ რუუსოვორისთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

null

მატჩი აუტანელი სიცხის პირობებში მიმდინარეობდა, რაც ძალიან დაეტყო ჰუბერტის ფიზიკურ კონდიციებს. პირველ სეტში ჰურკაჩი საკმაოდ ნელა გადაადგილდებოდა კორტზე და სისწრაფეებში აშკარად ჯაბნიდა მას მეტოქე.

მეოთხე გეიმში პოლონელმა მაინც მოახერხა და პირველი მივიდა ბრეიკპოინტამდე, თუმცა მისი რეალიზება ვერ შეძლო. მომდევნო გეიმში თავი უკვე ფინელმა გამოიჩნა, რომელმაც პირველივე შანსი გამოიყენა და ბრეიკით დაწინაურდა.

ჰურკაჩი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა ფორჰენდიდან, რის გამოც მან პირველი სეტი 4:6 დათმო.

null

მეორე პარტიის სტარტზე პოლონელი თითქოს გამოფხიზლდა – უკეთესად ამოძრავდა კორტზე და უპირატესობასაც დაეუფლა. მეექვსე გეიმში მან 3 ბრეიკპოინტი გამოიმუშავა, თუმცა სამივე შემთხვევაში უხეში შეცდომა დაუშვა და ეს შანსებიც “ქარს გაატანა”.

რუუსოვორი “გაძლებაზე” იყო და გაძლო კიდეც. ემილმა მეორე პარტია ტაიბრეიკამდე მიიყვანა, სადაც რამდენიმე გადამწყვეტი ქულა მოიგო და მასთან ერთად მატჩიც 6:4 7:6.

ფინელმა ჩოგბურთელმა კარიერაში პირველად მოუგო ტოპ 10-ის წარმომადგენელს, ვაშინგტონის ტურნირის 1/8 ფინალურ ეტაპზე კი შვედ მიქაელ იმერს დაუპირისპირდება.