88, 90, 91, 94… რამდენჯერ დაიბადა პორტუს ფეხბურთელი?

88, 90, 91, 94… რამდენჯერ დაიბადა პორტუს ფეხბურთელი?

პორტუ ზაფხულში კონტრაქტის გასვლის მერე დაემშვიდობება მცველ შანსელ მბემბას, რომელიც პასპორტის მიხედვით 1994 წლის 8 აგვისტოს დაიბადა, მაგრამ… გაირკვა, რომ ადრე როცა ანდერლეხტში გადავიდა, 1988 წელს ყოფილა დაბადებული. 6 წელი გადაკეთებული?! თუმცა მერე კიდევ სამჯერ „დაბადებულა“, სხვადასხვა დოკუმენტები გამოჩნდა.

ფიფაში რამდენჯერმე განიხილეს ეს საკითხი და როგორც ჩანს, პორტუში დაიღალნენ. მითუმეტეს, ახალი ცნობები გამოჩნდა: მბემბას მეგობრების წრეში უთქვამს, 1990 წელს ვარ დაბადებულიო. 4 წელი „დიდი არაფერი“… (Abola)

საერთოდ, ასაკზე მაქინაცია სპორტში ხშირია, განსაკუთრებით კი აფრიკულ ქვეყნებში.

მბემბა დემოკრატიული კონგის ნაკრებში თამაშობს. იქ მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერია.