Australian Open-ის კენჭისყრა გაურკვეველი დროით გადაიდო

Australian Open-ის კენჭისყრა გაურკვეველი დროით გადაიდო

დღეს დილას, თბილისის დროით 08:00-ზე სტარტი უნდა აეღო Australian Open-ის კენჭისყრას, თუმცა ეს მოვლენა გაურკვეველი დროით გადაიდო.

არაოფიციალურ მიზეზად სახელდება სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს თემაზე, გაუნულონ თუ არა ვიზა მსოფლიო რეიტინგის პირველ ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს, რადგან იგი კოვიდ აცრის გარეშე იმყოფება ტურნირზე.

ავსტრალიური მედიის ინფორმაციით, ემიგრაციის მინისტრი ალექს ჰოუქი დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას ნოვაკთან მიმართებაში და ავსტრალიის ღია პირველობის კენჭისყრაც ამიტომ ფერხდება.

null

ჯოკოვიჩთნ ერთად უკვე იმყოფება NETFLIX-ის გადამღები ჯგუფი, რომელიც ამ ქაოსური სიტუაციის ყველა საინტერესო დეტალს აფიქსირებს.

NETFLIX-მა უკვე დაიქირავა კომპანია Box To Box Films და სწორედ ისინი ასრულებენ ტექნიკურ მხარეს, ხოლო აღმსრულებელი პროდუსერი ჯეიმს გაი-რისი გახდა, რომლის შექმნილია ფორმულა 1-ის ცნობილი სერიალი „Drive To Survive”.

NETFLIX მომავალშიც გეგმავს გააგრძელოს საჩოგბურთო გადაღებები. ისინი ნოვაკთან ერთად მთელი სეზონის განმავლობაში იქნებიან და უკვე მოპოვებული აქვთ იმის უფლება, რომ გადაიღონ თუ რა ხდება გასახდელში და ATP TOUR-ის „შიდა სამზარეულოში“.

null