კონფ. პოლიტიკა
წესები და პირობებიერთი მხრივ, შპს ,,ლიდერ-ბეთ სლოტი“ (ს/კ 439397467) – (შემდგომში სპორტული პორტალი ან/და Leadersport.ge), ხოლო მეორე მხრივ სპორტული პორტალის მომხმარებელი - (შემდგომში ,,მომხმარებელი“), ცალ-ცალკე წოდებულნი როგორც ,,მხარე“, ხოლო ერთობლივად, როგორც მხარეები, ვმოქმედებთ რა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ვდებთ წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმებას, რომელიც ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე და რომლის წესების არ ცოდნა არ წარმოადგენს ამ შეთანხმების მოშლის/შეწყვეტის მიზეზს:კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა:კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა ასახავს თუ როგორ აგროვებს, იყენებს, აზიარებს და იცავს შპს „ლიდერ ბეთ სლოტი“ პერსონალურ ინფორმაციას სპორტული პორტალის www.leadersport.ge გამოყენებისას (შემდგომში წოდებული როგორც ვებ- გვერდი)1.რა ინფორმაციას ვაგროვებთ?სპორტული პორტალი აგროვებს ინფორმაციას მომხმარებლის შესახებ მაშინ როდესაც, მომხმარებელი:
  • რეგისტრირდება ვებ-გვერდზე;
  • შედის სისტემაში და იწყებს ვებ-გვერდის გამოყენებას;
  • ან საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან.
სპორტული პორტალის მიერ შეგროვებული ინფორმაცია შედგება ორი ნაწილისაგან, კერძოდ ერთი ნაწილი არის პერსონალური ინფორმაცია, რომლის დაცვის ვალდებულებაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ეკისრება შპს „ლიდერ ბეთ სლოტი“-ს, ხოლო მეორე ნაწილი არის მომხმარებელთან დაკავშირებული არაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია, რომელიც გროვდება მომხმარებლის მიერ სპორტული პორტალის სერვისებით/პროდუქტებით სარგებლობისას (შემდგომში წოდებული როგორც „არა პერსონალური ინფორმაცია“).სპორტულ პორტალზე რეგისტრაციის გავლის შემდგომ მომხმარებელი ავტომატურად თანხმობას აცხადებს სპორტულმა პორტალმა მოიძიოს და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს მომხმარებლის მიერ სპორტულ პორტალზე მითითებული ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები. პერსონალური მონაცემები, შეიძლება მოიცავდეს: საკონტაქტო მონაცემებს (სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი), ვებ-გვერდზე წვდომის მონაცემებს(მომხმარებლის სახელი და მომხმარებლის საიდენტიფიკაციო ნომერი) შპს „ლიდერ ბეთ სლოტი“-ს სერვისებით/პროდუქტებით სარგებლობის მონაცემებს (ინფორმაციას ონლაინ აქტივობისა და ქცევის შესახებ).სპორტულ პორტალზე რეგისტრაციისას მომხმარებელი ავტომატურად ადასტურებს/აცხადებს თანხმობას, რომ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება და გამოყენება სპორტული პორტალის მიერ განხორციელდეს პირდაპირი და არაპირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის, რათა პორტალმა შეძლოს მომხმარებლებისათვის სარეკლამო ხასიათის შეტყობინებების გაგზავნა.მომხმარებლის რეგისტრაცია სპორტულ პორტალზესპორტულ პორტალზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი კონკრეტულ ველში უთითებს სახელს, გვარს, ელექტრონულ ფოსტას და პაროლს. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია როგორც ელექტრონული ფოსტით, ასევე Facebook-ის და Gmail-ის პირადის ანგარიშის საშუალებით. აღნიშნულ პირად ინფორმაციას სისტემა არ ინახავს, ის ხელმისაწვდომია მხოლოდ პორტალის მომხმარებლისათვის. აღნიშნული ველების შევსების შემდგომ, მომხმარებელი ნიშნავს ველს, რითაც ეთანხმება ამ სამომხმარებლო შეთანხმებას. მხოლოდ ამის შემდგომ არის მომხმარებელი უფლებამოსილი ისარგებლოს სპორტული პორტალის პირადი ანგარიშით.რეგისტრაციის დასრულების შემდგომ მომხმარებელი გადის ავტორიზაციას, რომ უშუალოდ წვდომა ჰქონდეს პორტალზე. ავტორიზებულია ყველა ის რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელმაც შესაბამისი წესით გაიარა ავტორიზაცია სპორტულ პორტალზე და აქვს პირად ანგარიშზე წვდომა. ყველა ამ ინფორმაციას ერთობლივად იმახსოვრებს Cookie ფაილები, რათა შემდგომში უფრო გამარტივებული იყოს მოხმარებლის მიერ სპორტულ პორტალზე შესვლა და მისთვის სასურველი ინფორმაციის მიღება/მოძიება.რეგისტრირებულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს ინტერნეტპორტალის მიერ შემოთავაზებულ აქტივობებში, რომელიც პორტალზე წარმოდგენილია ე.წ ქვიზების სახით და აამუშაოს ქულების დაგროვების სისტემა. შემოთავაზებულ ქვიზებში სწორი პასუხების გამოცნობით მომხმარებელი აგროვებს ქულებს, რომლის გადაცვლა უკვე შეუძლია https://www.lider-bet.com/-ის საიტზე, რაიმე სერვისში/პროდუქტში.სპორტული პორტალი უფლებამოსილია დროდადრო, საკანონმდებლო ცვლილებასთან ერთად, გარკვეული სახის ცვლილებები შეიტანოს ზემოაღნიშნულ სამომხმარებლო შეთანხმებაში. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით სპორტული პორტალი ვალდებული არ არის წინასწარ, რაიმე ფორმით გააფრთხილოს მომხმარებელი. თუკი შეცვლილ წესებს და პირობებს მომხმარებელი არ ეთანხმება, მას სრული უფლება აქვს შეწყვიტოს სპორტული პორტალით სარგებლობა.