ბოლო დღე: ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა [ვიდეო]

ბოლო დღე: ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა [ვიდეო]

კიუშუ ბაშოს ბოლო დღეს, ტოჩინოშინი ტერუცუიოშის შეერკინა. ორივე რიკიშის 6 მოგება ჰქონდა, ურთიერთშეხვედრებში კი ქართველი ფალავანი 2:3-ს აგებდა.

 

სამწუხაროდ, დღევანდელი დღე ლევანისთვის წარმატებული არ გამოდგა. ერთი შეხედვით, მეტოქე კარგად მოიხელთა, ზემოდან იღლიებში დაიჭირა, თუმცა ტერუცუიოშის დაბალ დგომში ჭიდაობა უყვარს და შიტატეჰინერით გაიმარჯვა.

 

ტოჩინოშინის საბოლოო ბალანსი: 6:9 – თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ლევანმა პირველი 4 ბრძოლა ტრავმის გამო გამოტოვა…