დახურვა
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
1. შესავალი
ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა აღწერს, როგორ აგროვებს იყენებს და იცავს მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას leadersport.ge (შპს ,,ლიდერ-ბეთ სლოტი“ (ს/კ 439397467), შემდგომში „ლიდერსპორტი“) სერვისების მიწოდებისას.
2. ინფორმაცია, რომელსაც ლიდერსპორტი აგროვებს:
- პერსონალური ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელ.ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და დაბადების თარიღი;
- ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, ოპერაციული სისტემა და მოწყობილობის ინფორმაცია;
- მომხმარებლის მონაცემები: ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს მომხმარებელი ვებსაიტს, როგორიცაა მონახულებული გვერდები, საიტზე გატარებული დრო და ნავიგაციის მოდელები.
3. როგორ აგროვებს ლიდერსპორტი ინფორმაციას
- პირდაპირი ინტერაქციები: როდესაც მომხმარებელი ავსებს სარეგისტრაციო ფორმას ან უკავშირდება მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრს;
- ავტომატიზებული ტექნოლოგიები: ქუქების და მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც აკონტროლებენ მომხმარებლის მიერ ვებსაიტის გამოყენებას.
4. მომხმარებლის ინფორმაციის გამოყენება
მომხმარებლის ინფორმაციას ლიდერსპორტი იყენებს შემდეგი მიზნებისთვის:
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
- კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
- მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;
- მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
- მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
- მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება;
- ლიდერსპორტის სისტემის არამართლზომიერი გამოყენების პრევენცია;
- სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისათვის მიწოდება;
- კანონიერი ინტერესების დაცვა;
- ლიდერსპორტისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.
5. მომხმარებლის ინფორმაციის გაზიარება
მომხმარებლის ინფორმაციას ლიდერსპორტი გააზიარებს:
- სერვისის პროვაიდერებთან: მესამე მხარეებთან, რომლებიც ახორციელებენ ლიდერსპორტის ოპერაციების მხარდაჭერას.
- ადმინისტრაციულ ორგანოებთან: კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე ან ლიდერსპორტის უფლებების დაცვის მიზნით.
მონაცემთა უსაფრთხოება
ლიდერსპორტი ახორციელებს შესაბამის უსაფრთხოების ზომებს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაციის დასაცავად.
6. მონაცემთა შენახვა
მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალურ ინფორმაციას leadersport.ge ინახავს კანონმდებლობით და წინამდებარე პოლიტიკით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისათვის საჭირო ვადით.
7. თქვენი უფლებები
მომხმარებელს უფლება აქვს ლიდერსპორტს მოსთხოვოს მონაცემთა დამუშავების შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
- მომხმარებლის შესახებ რომელი მონაცემები მუშავდება ლიდერსპორტის მიერ;
- მონაცემთა დამუშავების მიზანი;
- მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
- რა გზით შეგროვდა მონაცემები;
- ვისზე გაიცა მომხმარებლის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი;
მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ლიდერსპორტი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათ შეგროვებასა და დამუშავებაზე მომხმარებელმა გაითხოვა თანხმობა.
მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.
მომხმარებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ ლიდერსპორტისთვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება. მონაცემების დამუშავების შეწყვეტისა და მონაცემების წაშლის შესახებ მოთხოვნის პროცედურა გაწერილია ვებ-გვერდის წესებსა და პირობებში.
8. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებები
შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში მომხმარებელი მიიღებს პირად შეტყობინებას ან აღნიშნული ცვლილებები გამოქვეყნდება ვებგვერდზე.
მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა.
ლიდერსპორტი, 2017 წლიდან, ქართულ სპორტთან ერთად ვითარდება. ჩვენი მიზანია გადამოწმებული და საინტერესო ამბების თქვენამდე მოტანა.
გაიგე სპორტის ახალი ამბები პირველმა
ᲓᲐᲡᲐᲬᲧᲘᲡᲘ
2022©Leadersport.ge