დახურვა
მომხმარებელი
წესები და პირობები
ჩვენი ვებგვერდის Leadersport.ge-ს გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებს და პირობებს, რომელიც წარმოადგენს სამომხმარებლო შეთანხმებას და ძალაშია მისი გამოქვეყნებისთანავე. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ისინი. წესების არ ცოდნა არ წარმოადგენს ამ შეთანხმების მოშლის/შეწყვეტის საფუძველს. თუ თქვენ არ ეთანხმებით რომელიმე ნაწილს, ნუ გამოიყენებთ ჩვენს ვებგვერდს.
- განმარტებები
- “ვებგვერდი” აღნიშნავს Leadersport.ge-ს;
- “მომხმარებელი” აღნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც რეგისტრირდება ან იყენებს ვებგვერდს;
- “ავტორიზებული ანგარიში” აღნიშნავს ანგარიშს, რომელიც შეიქმნა მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ;
- მომხმარებლის რეგისტრაცია და ავტორიზაცია
- ვებგვერდის გარკვეული ფუნქციების გამოყენებისთვის, მომხმარებელი ვალდებულია შექმნას ავტორიზებული ანგარიში;
- ვებ-გვერდი იტოვებს უფლებას, გადაამოწმოს მოწოდებული ინფორმაცია და დაამტკიცოს ან უარყოს რეგისტრაცია თავისივე შეხედულებით.
- მომხმარებელი, რომელსაც სურს ანგარიშის დეაქტივაცია, უნდა დაუკავშირდეს ვებგვერდის მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრს შემდეგ ელფოსტაზე: info@leadersport.ge ან გაგზავნოს ელ.წერილი ვებგვერდის მეშვეობით შემდეგ გვერდზე: https://leadersport.ge/contact. ანგარიშის დეაქტივაციის შემდეგ მომხმარებელს შეეზღუდება წვდომა იმ შეთავაზებებზე, რომელიც გათვალისწინებულია მხოლოდ ავტორიზებული ანგარიშებისთვის. ანგარიშის დეაქტივაცია განხორციელდება მოთხოვნის დაფიქსირებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
- ქვიზებში მონაწილეობა
- რეგისტრირებული მომხმარებლები შეძლებენ სხვადასხვა შემოთავაზებულ აქტივოებბში (ე.წ. ქვიზებში) მონაწილეობას;
- ვებგვერდი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ან გააუქმოს ქვიზები ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე.
- მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები
- მომხმარებელმა უნდა გამოიყენოს ვებგვერდი ყველა შესაბამისი კანონმდებლობისა და რეგულაციის დაცვით.
- მომხმარებელს ეკრძალება:
- ვებგვერდზე რეგისტრაციისას გამოიყენოს მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია.
- დაამყაროს უნებართვო წვდომა ვებგვერდზე ან სხვა ანგარიშებზე;
- ჩაერთოს თაღლითურ ან არაეთიკურ ქმედებებში.
- ინტელექტუალური საკუთრება
- ვებგვერდზე არსებული ყველა მასალა, მათ შორის ტექსტი, გრაფიკა, ლოგოები და პროგრამული უზრუნველყოფა, არის Leadersport.ge-ს ან მასთან დაკავშირებული მესამე პირების საკუთრება და დაცულია ინტელექტუალური საკუთრების უფლებით.
- მომხმარებელს არ აქვს უფლება გაამრავლოს, გაავრცელოს ან შეცვალოს შინაარსი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
- პასუხისმგებლობის შეზღუდვა
- Leadersport.ge არ არის პასუხისმგებელი რაიმე ზიანზე ან დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულია ვებგვერდის გამოყენებით.
- ვებგვერდი ხელმისაწვდომია “როგორც არის” პრინციპით, და Leadersport.ge არ იძლევა გარანტიებს მისი სიზუსტის, საიმედოობის ან ხელმისაწვდომობის შესახებ.
- პერსონალური მონაცემების დამუშავება
- ვებგვერდის გამოყენებით, მომხმარებელი თანხმდება, რომ მისი პერსონალური ინფორმაცია შეგროვდება და გამოყენებული იქნება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
- ვებგვერდის მეშვეობით გროვდება ორი სახის ინფორმაცია:
- არაპერსონალური ინფორმაცია - გროვდება მომხმარებლის მიერ სპორტული პორტალის სერვისებით/პროდუქტებით სარგებლობისას
- პერსონალური ინფორმაცია - პერსონალური მონაცემები, შეიძლება მოიცავდეს: საკონტაქტო მონაცემებს (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი), ვებ-გვერდზე წვდომის მონაცემებს (მომხმარებლის სახელი და მომხმარებლის საიდენტიფიკაციო ნომერი) ვებგვერდის სერვისებით/პროდუქტებით სარგებლობის მონაცემებს (ინფორმაციას ონლაინ აქტივობისა და ქცევის შესახებ).
- სპორტულ პორტალზე რეგისტრაციისას მომხმარებელი ადასტურებს/აცხადებს თანხმობას, რომ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება და გამოყენება სპორტული პორტალის მიერ განხორციელდეს პირდაპირი და არაპირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის, რათა პორტალმა შეძლოს მომხმარებლებისათვის სარეკლამო ხასიათის შეტყობინებებისა და ვებგვერდის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაგზავნა.
- მომხმარებელი, რომელსაც სურს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა უნდა დაუკავშირდეს ვებგვერდის მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრს შემდეგ ელფოსტაზე: info@leadersport.ge
- კონფიდენციალურობა
- Leadersport.ge იღებს ვალდებულებას შეინარჩუნოს მომხმარებლის მონაცემების და პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
- მომხმარებლის მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს მომხმარებლის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
- ვებგვერდი იყენებს ინდუსტრიული სტანდარტის უსაფრთხოების ზომებს მომხმარებლის ინფორმაციის დასაცავად.
- წესების შეცვლა
- Leadersport.ge იტოვებს უფლებას შეცვალოს ეს წესები და პირობები ნებისმიერ დროს.
- მომხმარებლებს ეცნობებათ მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, და ვებგვერდის გამოყენების გაგრძელება ნიშნავს, რომ ისინი თანხმდებიან განახლებულ წესებს.
- დაგვიკავშირდით
- თუ გაქვთ შეკითხვები ამ წესებისა და პირობების შესახებ, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელექტრონული წერილი ვებგვერდის მეშვეობით.
ლიდერსპორტი, 2017 წლიდან, ქართულ სპორტთან ერთად ვითარდება. ჩვენი მიზანია გადამოწმებული და საინტერესო ამბების თქვენამდე მოტანა.
info@leadersport.ge
გაიგე სპორტის ახალი ამბები პირველმა
ᲓᲐᲡᲐᲬᲧᲘᲡᲘ
2022©Leadersport.ge