დანი ალვესი შიმშილობს

დანი ალვესი შიმშილობს

ბრაზილიელი დანი ალვესი ბოლო დღეებში ციხეში საშინლად გაღიზიანებულია, არავის არ ენახვება და არაფერს არ ჭამს. შიმშილობს. ეს მას მერე, რაც მეუღლე ჟოანა სანსის გადაწყვეტილება გაიგო: 23 წლის ჟოანამ გამოაცხადა, რომ ფეხბურთელს შორდება (Cuatro TV).

შეგახსენებთ, დანი ალვესი 20 იანვრიდან ციხეშია. გოგონას გაუპატიურება ედება ბრალად და 4-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დანის სიტუაციას ამძიმებს ფაქტი, რომ ოთხჯერ შეცვალა ჩვენება.