მედვედევის მოგებათა სერია გრძელდება

დანილ მედვედევი აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას ინდიან უელსის მასტერსზე. რუსმა ჩოგბურთელმა მესამე რაუნდის მატჩში 6:2 3:6 6:1 სძლია ილია ივაშკას და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.
შეხვედრის სტარტი დანილს იდეალური გამოუვიდა – პირველივე გეიმში დააბრეიკა მეტოქე და ლიდერობა მოიპოვა. სეტის მიწურულს მედვედევმა კიდევ ერთხელ მოიგო მეტოქის ჩაწოდება და პარტიაც “დახურა” – 6:2.
მეორე პარტიაში ბელარუსი ჩოგბურთელი გამოფხიზლდა – ივაშკამ მეტოქის ადრეულ ბრეიკს ჯერ უკუბრეიკით უპასუხა, ხოლო მერვე გეიმში რუსის ჩაწოდების კიდევ ერთხელ მოგებით გადამწყვეტი უპირატესობაც მოიპოვა.
ილიამ წარმატებით ჩააწოდა მე-9 გეიმში და სეტებს შორის ანგარიშიც აღადგინა 1-1 (2:6, 6:3).
პარტიის წაგებამ რუს ჩოგბურთელს ნერვები მოუშალა. მედვედევმა მსაჯთან დაიწყო ჩხუბი: ტურნირზე ჰარდის კორტი ვითომ დაგებული, არადა ისეთი ნელია, რომ თიხაზე გეგონება თავი. 10 აგრესიულ დარტყმას შეასრულებ, მაგრამ უპირატესობას მაინც ვერ მოიპოვებ. ეხლა მოსაშარდად გავდივარ და ზუსტად ისე ნელა მოვშარდავ, როგორი ნელიც ეს კორტებია.”
საპირფარეშოდან დაბრუნებულმა მედვედევმა კონცენტრაცია დაიბრუნა, ნერვებიც დაიმშვიდა და მესამე, გადამწყვეტი სეტი 6:1 მოიგო, მასთან ერთად კი მატჩიც.
უკანსაკნელი 9 მატჩის განმავლობაში მედვედევმა პირველად წააგო სეტი საკუთარ ჩაწოდებაზე (ბოლოს სეტი დათმო დოჰას 1/4 ფინალში, მაკონელთან).
დანილმა ATP TOUR-ზე ზედიზედ მე-16 მატჩი მოიგო.
ინდიან უელსის მასტერსის 1/8 ფინალში მისი მეტოქე ალექსანდრ ზვერევი იქნება.