მერაბ შარიქაძე: დამაკმაყოფილებელი მხოლოდ ჩემპიონობა იქნება

საქართველოს ნაკრები 19 მარტს, ესპანურ ბადახოსში რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ფინალში პორტუგალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. ბორჯღალოსნები მატჩისთვის პორტუგალიაში Browns Sports Resort-ის ბაზაზე ემზადებოდნენ. ჩვენი გუნდი უკვე ბადახოსშია და კაპტნის ვარჯიშიც გამართა.
მერაბ შარიქაძე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი:
“მატჩისთვის მაქსიმალურად მზად ვართ. მრავალჯერ ვთქვით – ძალიან გული გვწყდება, რომ ფინალი ბადახოსშია და არა თბილისში. თუმცა, ყველას უნდა დავანახოთ, რომ ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის.
ამ მატჩს არაერთი სიმბოლური დატვირთვა აქვს დ,ა ამასთან ერთად, ძალიან პრინციპულიცაა. იმდენი რამ ემთხვევა ერთმანეთს, რომ დამაკმაყოფილებელი მხოლოდ ჩემპიონობა იქნება”.
აღსანიშნავია, რომ თუ ფინალში პორტუგალიას დავამარცხებთ, ეს იქნება მე-100 გამარჯვება რაგბი ევროპაზე, ასევე წაუგებელი მატჩების სერია სარეკორდოდ, 29-მდე გაიზრდება და მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილზე გადავინაცვლებთ.
საქართველოს ნაკრები: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე;
16. გიორგი ჭყოიძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გურამ პაპიძე , 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. თორნიკე ჯალაღონია; 21. გელა აფრასიძე, 22. ლუკა მატკავა, 23. თორნიკე კახოიძე.