სიახლეები

"ვოლკანოვსკის ძალიან მარტივად დავამარცხებ" - ილია თოფურია | ვიდეო

ორთაბრძოლა
comments
image
ეჭვიც არ მეპარება, რომ ვოლკანოვსკის ძალიან მარტივად დავამარცხებ. ხალხი ამბობს, რომ მე მისთვის ყველაზე მარტივი ბრძოლა ვიქნები, მაგრამ მაგასაც ვნახავთ. პირიქით, მგონია რომ ისაა ჩემთვის მარტივი მეტოქე. მე აქამდეც ყოველთვის ვამბობდი, რომ რაც უფრო მაღლა ვიწევდი რანკინში და შესაბამისად ჩემი მეტოქეებიც უფრო მაღალი დონის მებრძოლები იყვნენ, მათი დამარცხება მიმარტივდებოდა. რატომ? იმიტომ რომ უფრო მარტივია, გეგმის დასახვა იმ მეტოქეების წინააღმდეგ, რომელებიც სხვებთან შედარებით უფრო ტექნიკურები და გამოცდილები არიან. ბრძოლა იმასთანაა რთული, ვისი პროგნოზირებაც რთულია. არ იცი თუ რას გააკეთებენ, ნახეთ რაც მომივიდა ჯაი ჰერბერტთან ბრძოლისას, მან ფეხი არსაიდან მოიქნია.
ასევე დაგაინტერესებსასევე დაგაინტერესებს