სიახლეები

"თუ ჰოლოუეის ჩემთან ბრძოლა სურს, სასწორზე bmf ქამარი უნდა დადოს" - თოფურია | ვიდეო

ორთაბრძოლაფეხბურთი
comments
image
მაქსისა და გეიჯის ბრძოლით დიდად ვერ აღვფრთოვანდი, თუმცა ბოლო 10 წამი მართლაც შთამბეჭდავი და განსაკუთრებული იყო. დანარჩენი 4 რაუნდი, იყო უბრალოდ უაზრო გაცვლები, არანაირი თავის მოძრაობა, არანაირი საბრძოლო გეგმა... გაბედოს მაქსმა და რაც გეიჯისთან ბოლო 10 წამი გააკეთა, პირველი 10 წამი გააკეთოს ჩემთან.
მაქსს ვაფასებ - ის დიდებული მებრძოლია და გეიჯისთან ბოლო 10 წამშიც გამოჩნდა, რომ "ყველაზე ცუდი ბიჭის" ტიტულს იმსახურებდა. მას ხომ ბრძოლა მოქებული ჰქონდა, თუმცა მაინც გარისკა და გაცვლებში შევიდა. შეიძლებოდა თვითონ დანოკაუტებულიყო. მის ჩემთან ბრძოლას რაც შეეხება, ეს რადიკალურად განსხვავებული იქნება. მე ნაბიჯს უკან არ გადავდგამ, მე სულ წინ მივდივარ - შემიძლია ჭიდაობა, პარტერში გადაყვანა, დარტყმა, სწორი გადაადგილება. მე ოქტაგონზე სტრატეგიით შევდივარ, არა უბრალოდ ხელების მოსაქნევად.
თუ ჰოლოუეის ჩემთან ბრძოლა სურს, მან აუცილებლად უნდა დადოთ თავისი BMF ქამარი სასწორზე. თუ ასე არ გააკეთებს, მაშინ ჩემი შემდეგი ბრძოლა ვოლკანოვსკისთან რემატჩი იქნება, ვოლკი მაქსზე მეტად იმსახურებს ამ შანსს. ჰოლოეუი ამბობს, რომ მას ბევრი არჩევანი აქვს, მაგრამ ეს ასე არაა... მე ვარ ჩემპიონი, მე ვწყვეტ ყველაფერს და როცა ვიტყვი და სადაც ვიტყვი, მაქსი იქ შემებრძოლება, ის უბრალოდ მზად უნდა იყოს.
ასევე დაგაინტერესებსასევე დაგაინტერესებს