სიახლეები

"ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა" - ლაშა გურული ევროპის ჩემპიონატის ფინალზე

ორთაბრძოლა
comments
image
ბევრი შიდა და გარე პირობების გამო გადავწყვიტე რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ოლიმპიური თამაშების შემდეგ გავაკეთო. ერთი იმას ვიტყვი რომ ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა. მათ არ უნდოდათ რომ რინგზე გავსულიყავი. საკადრისი პასუხი რომ მიიღეს,სიტყვები დატოვეს რომ ამ ბრძოლას მაინც ყველა ვარიანტში წაიღებდნენ. ჩემი ბრძოლის სტრატეგია იყო შორიდან მემუშავა რომ დარტყმების გაცვლა არ ყოფილოყო. შორი დისტანციიდან რუსსმა ცალკარა წააგო პირველი რაუნდი რაც მე ჩავთვალე რომ მსაჯებიც უშანსოდ დარჩნენ მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მიანიჭეს 4:1 უპირატესობა. მეორე რაუნდში სტრატეგია შევცვალე და დარტყმებიც გავცვალეთ, ამიტომაც რაუნდი ქულების მიხედვით ახლოს იყო ერთმანეთთან, თუმცა მეორე რაუნდიც ვთვლი რომ ჩემი მოგება იყო, მაგრამ 5:0 მიანიჭეს მას. ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა ამიტომაც ჩემი პროტესტი სრულად ორგანიზაციის მიმართ იყო რასაც სათანადო აჟიოტაჟი მოჰყვა დამკვირვებელთა კომისიისგან ორგანიზაციის მიმართ.
ასევე დაგაინტერესებსასევე დაგაინტერესებს