ორი ცვლილება გაფართოებულ შემადგენლობაში

19:41 / 11 მარ 2023
ორი ცვლილება გაფართოებულ შემადგენლობაში

საქართველოს ნაკრები 19 მარტს, ესპანურ ბადახოსში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობაში ორი ცვლილებაა.

ბარძაყის უკანა კუნთი დაიზიანა და ბადახოსში ვერ ითამაშებს გლოსტერის შუამარბი გიორგი კვესელაძე. ტრავმა მოიშუშა და პორტუგალიასთან გადამწყვეტი მატჩისთვის მოემზადება მესამეხაზელი ბექა გორგაძე.

ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
“სამწუხაროდ, გიორგი კვესელაძის ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით. მას რვიდან 12 კვირამდე გაუცდება და ფაქტობრივად სეზონი დაასრულა, რაც ძალიან სამწუხაროა. ახლა მთავარია რეაბილიტაციის პროცესი კარგად წარიმართოს, რათა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ პერიოდს მზადყოფნაში შეხვდეს. ტრავმირებული მოთამაშეთაგან დაგვიბრუნდა ბექა გორგაძე. მთლიანობაში, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე ფინალს ოპტიმალური შემადგენლობით ვხვდებით”.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი:
გურამ გოგიჩაშვილი (რასინგი), ნიკა აბულაძე (შავი ლომი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე); ბექა გიგაშვილი (ტულონი), გურამ პაპიძე (პო), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი)
მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი)
მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე (მონტობანი), ბექა საღინაძე (ლიონი), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), ბექა გორგაძე (პო)
№9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (მონპელიე), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი)
№10: თედო აბჟანდაძე (მონტობანი), ლუკა მატკავა (შავი ლომი)
№12-13: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი), დემე თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი)
№11-14: სანდრო თოდუა (შავი ლომი), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი), ოთარ ლაშხი (შავი ლომი)
№15: ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი)