პიკე იმედგაცრუებულია – წასვლა არ სურდა…

პიკე იმედგაცრუებულია – წასვლა არ სურდა…

ბარსელონას მცველს, პიკეს კარიერის დასრულება შუა სეზონში არ სურდა.

Cadena SER-ის ინფორმაციით, სეზონის სტარტამდე, კლუბის ხელმძღვანელობამ მას ახალი ცენტრალური მცველის ყიდვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა სათამაშო დროს დაპირდა.

სეზონის დასაწყისში, პიკემ დაინახა, რომ პირობა არ  სრულდებოდა – უფრო მეტიც, მოედანზე  მხოლოდ მაშინ შედიოდა, როდესაც სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იყო. მას სჯერა, რომ ეს განპირობებული მისი ფორმიდან არ იყო.

ფეხბურთელს კარიერის დასრულება ამ გარემოებამ აიძულა. ხელმძღვანელობისგან და მედიის კრიტიკისგან ის იმედგაცრუებულია.

ბარსელონაში ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი ფინანსური პრობლემებითაა გამოწვეული. მიუხედავად ამისა, პიკე კარიერის დასრულებას შუა სეზონში არ აპირებდა.

პიკეს გადაწყვეტილება ჟოან ლაპორტასთვისაც კი სიურპრიზი იყო. ამის შესახებ, მხოლოდ, ბარსას რამდენიმე ფეხბურთელმა იცოდა.

მიმდინარე სეზონში, 35 წლის ფეხბურთელი მინდორზე 9-ჯერ გამოჩნდა და 554 წუთი გაატარა.