სიახლეები

დომინიკ ტიმმა მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა

ჩოგბურთი
comments
image
შესანიშნავი მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა. ყველაფერი 2019 წელს დაიწყო - ნიკოლა მასუ ჩემს სამწვრთნელო შტაბში დიდი ენერგიით და მონდომებით მოვიდა. ერთად მოვიგეთ ინდიან-უელსის მასტერსი და ამერიკის ღია პირველობა. ავსტრალიის ღია პირველობის და როლან გაროსის ფინალშ გავედით, წლის შემაჯამებელ ტურნირებზე კი ორჯერ წავაგეთ გადამწყვეტი მატჩი. ეს შედეგები მეტყველებს, თუ როგორი კარგი გუნდი შევქმენით. ყველა ისტორია სადღაც მთავრდება და ერთად მიღებული გადაწყვეტილების ფონზე, მომდევნო კვირიდან უკვე ცალცალკე გავაგრძელებთ მუშაობას. მთელი სულით და გულით ვუხდი მადლობას ნიკოლა მასუს გაწეული დახმარებისთვის
ასევე დაგაინტერესებსასევე დაგაინტერესებს