ჯეიკ პოლისთვის დანოკაუტებული კონორის გამოსახულებით ყელსაბამი დამზადდა

18:17 / 10 ივლ 2021
ჯეიკ პოლისთვის დანოკაუტებული კონორის გამოსახულებით ყელსაბამი დამზადდა

ჯეიკ პოლსა და კონორ მაკგრეგორს შორის დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობაა. ჯეიკი სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ხერხებით ცდილობდა კონორის დათანხმებას მასთან ბრძოლაზე, თუმცა ამაოდ. ამჯერად მან კონორის ბრძოლის წინ 100.000$-ის ღირებულების ბრილიანტებით მორთული ყელსაბამი შეუკვეთა, რომელზეც დანოკაუტებული კონორ მაკგრეგორია გამოსახული. ყელსაბამის ვიდეოსა და ფოტოებს ჯეიკი სოც.ქსელებში ავრცელებს.