Golden Boy – კვარაცხელია სიიდან ამოვარდა

Golden Boy – კვარაცხელია სიიდან ამოვარდა

ხვიჩა კვარაცხელია Golden Boy-ს მოგების კანდიდატი აღარაა. სია თავიდან 100-კაციანი იყო, მერე 20-20-ით აკლდებოდა. კვარა 60 ფეხბურთელს შორის იყო, ახლა 40 დარჩა და ხვიჩა მოჰყვა შემცირებაში – ხმების მიხედვით… საბოლოოდ, 15 ოქტომბრისთვის 20 ფინალისტი გაირკვევა და იქიდან აირჩევა პრიზის მფლობელი.

Golden Boy ყოველწლიური პრიზია, რომელიც იტალიურმა Tuttosport-მა 2003 წელს დააწესა 21-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელისთვის, რომელიც აუცილებლად ევროპულ კლუბში უნდა თამაშობდეს. საინტერესოა, რომ ერთი ფეხბურთელი ორჯერ ვერ აიღებს… შარშან პრიზი ნორვეგიელმა ერლინგ ჰოლანდმა ჩაიხუტა.

წლეულს? ფავორიტები არიან პედრი, ჯუდ ბელინგემი, ედუარდო კამავინგა, მეისონ გრინვუდი, ჯამალ მუსიალა…