ბალოტელიზე უფრო გადარეული…

ზაალ მუჯირი ბალოტელიზე უფრო გადარეული…
08:26 / 16 ივნ 2021

ევრო 2020-ის პირველ ტურში ავსტრიამ ჩვენს კარგად ნაცნობ ჩრდილოეთ მაკედონიას 3:1 მოუგო. ავსტრიელთაგან მესამე გოლი მარკო არნაუტოვიჩმა გაიტანა, ტელეკამერას მივარდა და რაღაცის ღრიალი დაიწყო. დავიდ ალაბა მის დაწყნარებას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ.

მედიაში შემდეგ დაიწერა რასაც ყვიროდა არნაუტოვიჩი: „შემიძლია მთლიანად ვიყიდო ……..ლი მაკედონია,“ შემდეგ ეზგან ალიოსკის (რომელსაც ალბანური ფესვები აქვს) დაუყვირა: „შენ ალბანელ დედას შე…“

No description available.

რა მოხდა? საქმე ის არის, რომ არნაუტოვიჩის მამა სერბია. სერბთა და ალბანელთა ვერატანის ამბავი მოგეხსენებათ. სწორედ ამ დაპირისპირებას მოჰყვა კოსოვოს ომი.

მართალია, შემდეგ არნაუტოვიჩმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში, ემოციებმა დამძალა, ბოდიშს ვიხდი, განსაკუთრებით ჩემი ალბანელი და მაკედონიელი მეგობრების წინაშე. გარწმუნებთ, რასისტი არ ვარ. ვინც მიცნობს, კარგად იცის ესო.

მაგრამ გულწრფელმა აღიარებამ არ უშველა, ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციამ უეფაში იჩივლა: „ვგმობთ არნაუტოვიჩის ნაციონალისტურ რეპლიკას ალიოსკის მიმართ. აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენმა ფედერაციამ უეფაში ოფიციალური წერილი გააგზავნა ავსტრიელი ფეხბურთელის ძალიან მკაცრად დასჯის მოთხოვნით. კატეგორიული წინაარმდეგი ვართ ნაციონალიზმისა და ყოველგვარი დისკრიმინაციის. ეს ყველაფერი ფეხბურთის სულს და ფასეულობებს ეწინაღმდეგება.“ – წერია წერილში.

თუ უეფამ მაკედონიელებს მოთხოვნა დაუკმაყოფილა, არნაუტოვიჩს ათმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის.

თუმცა, ეს არნაუტოვიჩის „გაგიჟების“ პირველი შემთხვევა არ არის. ის, ფაქტობრივად, ქუჩაშია გაზრდილი. „ბავშვობაში ადამიანებს სპეციალურად ვუყურებდით თვალერბში გამომწვევად, რათა ჩხუბის პროვოცირება მოგვეხდინა. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ვიღაც განგსტერი ვიყავი, არავინ მომიკლავს…“ – იხსენებს მარკო.

რთული ხასიათის გამო დიდ ხანს ვერსად ჩერდებოდა. ავსტრიაში თამაშის 11 წლის განმავლობაში ექვსი კლუბი გამოიცვალა, რადგან მწვრთნელებს არ უჯერებდა და რეგულარულად არღვევდა წესრიგს.

„ყველა გუნდიდან მაგდებდნენ, მაგრამ ფეხებზე მეკიდა. მინდოდა გამერტყა საზიზღარი მწვრთნელებისთვის, რომლებიც მიყვიროდნენ. მიმდოდა მეთქვა: ვინ ხარ შენ, მამაჩემი ხარ? ყველგან პრობლემები მქონდა.“ – იხსენებს არნაუტოვიჩი.

ერთხელ, ერთ მწვრთნელს მისთვის ფსიქიატრთან მისვლაც ურჩევია – აშკარად არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებსო.

2006 წელს ტვენტეში გადვიდა. ეგონათ ტალანტი შეიძინეს. ის მართლაც ძალიან ნიჭიერია. ორ დღეში კი საკლუბო მანქანა დაამტვრია და ასეთია ცხოვრება, ეს ხომ მე ვარო – უთხრა უფროსობას.

შემდეგ იყო მოურინიუს ინტერი. ეტყობა ვერ მიხვდა, სად მოხვდა. ბარებში დადიოდა, ერთთავად აგვიანებდა შეკრებებზე და ვარჯიშებზე. მოურინიუმ მას ინდივიდუალური გრაფიკი დაუწესა და იდეალურად დაახასიათა: მარკო ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ ბავშვის ჭკუა აქვსო.

ცხადია, გასაკუთრებულმა ის გუნდში აღარ გააჩერა და 2010-ში ავსტრიელი ვერდერში მოხვდა. იმ წელს ინტერმა ჩემპინთა ლიგა მოიგო, თუმცა არცერთი წუთი გაუტარებია მინდორზე. როცა ვერდერის პირველ ვარჯიშზე მივიდა, სპეციალური ბუცები ეცვა წარწერით –  ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

No description available.

თანაგუნდელებს მისი კუდაბზიკობა არ მოეწონათ და თავიდანვე აითვალწუნეს. ერთხელ ვარჯისისას პაპასტატოპულოსს წაეკიდა. ბერძენს მისი წამოყენება სურდა მინდვრიდან, მან კი განგებ ჰკრა ხელი, ამაზე სოკრატისი გაბრაზდა და ატყდა ერთი ამბავი.

ქალიშვილის დაბადებამ ცოტა დააწყნარა, მაგრამ ნათქვამია: კუდი ძაღლისა არ განიმართების და არცა კირჩხიბი მართლად ვალსო. ჩინეთში წავიდა და მთლად აურია. არ ვარჯიშობდა, სვამდა, ჩხუბობდა. აბა ვინ გააჩერებდა.

ერთხელ მისმა მეგობარმა ბალოტელიმ თქვა: მარიო ყველაზე გადარეული კაცია, ვინც ცხოვრებაში მინახავსო…

ამას რომ ბალოტელი იტყვის, ალბათ კომენტარი საჭირო აღარ არის…