ბლოგი
დიდი ვარსკვლავის გარდაცვალება
image
image
image
იმხანად, ხელბურთში გუნდს შეტევისთვის 45 წამი ეძლეოდა. ჰოდა, ახალგაზრდა მწვრთნელმა ასეთი რაღაც მოიფიქრა: ყველა მეტოქის თამაში რომ შეისწავლა, თავის ბიჭებს უთხრა — ივანოვი მარჯვენა ხელით აქეთ არტყამს, პეტროვი – იქით, სიდოროვი – დაბლა, ვიღაცა – მაღლა; თქვენ მათ „საყვარელ მხარეებს“ თავი დაანებეთ, მეორე კუთხე დაუკეტეთ, „საყვარელი მხარე“ კი მეკარეს დაუტოვეთო. გაამართლა. ბევრ ეპიზოდში, მეკარე ალექსანდრე ხუციშვილი იმდენად მომზადებული შეხვდა დარტყმას, რომ ბურთი პირდაპირ ხელში დაიჭირა და მეტოქეები სწრაფ კონტრშეტევებზე გამოვიჭირეთ. 77-ში იმედო ფხაკაძემ „ბურევესტნიკი“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატშიც მესამე ადგილზე გაიყვანა. მის გუნდში ზოგი თბილისელი იყო, ზოგი ლაგოდეხელი, ზოგი ოზურგეთელი, სამტრედიელი თუ ლანჩხუთელი… ის როგორ იყო? ქობელ, ფეხები დაუბაკუნეო… ეს უკვე 2007 წელს, ნორვეგიაში, ჩელენჯ ტროფიზე მოხდა, როდესაც ხელბურთსა და ცხოვრებაში უკვე ყველაფრის მნახველი იმედო ფხაკაძე საქართველოს ნაკრებს ედგა სათავეში. ფინალია, ლუქსემბურგთან ვთამაშობთ. შეხვედრის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე 6 ბურთს ვიგებთ, მაგრამ უცებ… გუნდში რაღაც აირია. სახელი. იმედო ფხაკაძე] ჩემპიონი, რომელიც დღესაც ხელბურთით ცოცხლობს | Lelo.Ge 3 წუთი რჩება, უპირატესობა კი 3 ბურთამდე შემცირდა. თან, ლუქსემბურგელებიდან ვიღაცამ აიწყვიტა, გოლი გოლზე გააქვს. ჩვენებიც უკვე ქანცგაწყვეტილები ჩანან. იმედო ფხაკაძემ წუთშესვენება ითხოვა და გიორგი ქობელაშვილს უთხრა, ის კაცი თუ გასწრებს და ვეღარ ეწევი, არა უშავს, უკნიდან ფეხები დაუბაკუნე, ეგონოს, რომ მოსდევო. და, თქვენ წარმოიდგინეთ, ამანაც გაამართლა. საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა. იმედო ფხაკაძე კი იყო, არის და იქნება ქართული სპორტის ლეგენდა!
პოპულარული