ადესანიასა და პერეირას პირველი პირისპირ დგომი შედგა [VIDEO]

13:33 / 10 ნოე 2022
ადესანიასა და პერეირას პირველი პირისპირ დგომი შედგა [VIDEO]

UFC 281-ზე არაერთ საინტერესო ბრძოლას ვიხილავთ. თუმცა, მთავარი ინტრიგა, რა თქმა უნდა, მთავარი ბრძოლაა. ისრაელ ადესანია ალექს პერეირას წინააღმდეგ საშუალო წონის ქამრის დაცვას შეეცდება. პერეირას წარსულში ორჯერ ჰყავს დამარცხებული ადესანია, თუმცა ეს კიკბოქსის რინგზე მოხდა. პერეირა ერთადერთია ადესანიას ასზე მეტი მეტოქიდან, ვინც მას ნოკაუტი აგემა.