ავსტრალია – 2027, აშშ – 2031

16:00 / 12 მაი 2022
ავსტრალია – 2027, აშშ – 2031

მსოფლიო რაგბიმ გადაწყვეტილება მიიღო. მსოფლიოს თასის მომდევნო გათამაშება 2027 წელს ავსტრალიაში გაიმართება. 2031წელს კი, პირველად ისტორიაში უდიდეს სარაგბო ფორუმს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ერთხელ უკვე გაიმართა მსოფლიოს თასის გათამაშება. ეს იყო 2003 წელს. იმ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებმა პირველად იასპარეზა.  ვებ ელისის თასი კი, ინგლისის ნაკრებმა მოიპოვა.

ამასთან ერთად გადაწყდა, რომ 2025 წელს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს ინგლისი უმასპინძლებს, 2029 წელს – ავსტრალია, 2033 წელს კი, აშშ.