ათი გოლი ბოლნისში, კვარაცხელიას გაელვება და საბურთალოს სამი ქულა (ვიდეო)

23:07 / 8 მაი 2022
ათი გოლი ბოლნისში, კვარაცხელიას გაელვება და საბურთალოს სამი ქულა (ვიდეო)

ეროვნულ ლიგაში მე-12 ტურის 3 მატჩი გაიმართა. ყველაზე დიდი ინტერესს დინამო ბათუმი – გორის დილას დაპირისპირება იწვევდა. მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და 3:0 დასრულდა. 30-ე წუთზე ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი გოლით გაიხსნა, რომელსაც ასისტენტობა ზურიკო დავითაშვილმა გაუწია. დანარჩენი 2 გოლი ბოლო 10 წუთში გავიდა და შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. 81-ე წუთზე ჯერ ჯაბა ჯიღაურმა გამოიჩინა თავი, 3 წუთში კი თორნიკე გაფრინდაშვილმა გაიტანა.

0:1 დასრულდა ქუთაისის ტორპედოს და საბურთალოს დაპირისპირება. მატჩში ნაკლებად იყო სახიფათო მომენტები და მეკარეებსაც იშვიათად უწევდათ თამაშში ჩართვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი შეცვლაზე შესულმა ლაშა შინდაგორიძემ 86-ე წუთზე გაიტანა, რომელმსაც იური ტაბატაძემ კარგი პასი გაუკეთა.

დინამო თბილისი ბოლნისის სიონს ესტუმრა და 7:3 დაამარცხა. დინამო ბილენკის და კამარას გოლებით 2:0-ს იგებდა, შემდეგ ძმებმა ხორხელებმა თითო გაიტანეს და ანგარიში გათანაბრდა, თუმცა მალევე დედაქალაქელებმა უპირატესობა დაიბრუნეს და 3 შეაგდეს. ბილენკიმ დუბლი შეასრულა, შემდეგ გაბედავამაც გაიტანა და შესაგდები ბენიომაც შეაგდო. ერთი ბურთი თომა ტაბატაძემ გაქვითა, რასაც დინამოს კიდევ 2 გოლი მოჰყვა. თავი ოსეიმაც გამოიჩინა, ბილენკიმ კი ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ გაიმართება. სამგურალი თელავს უმასპინძლებს, გაგრა კი ლოკომოტივს.