აია ლიდერებში დაბრუნდა, ლოკომოტივი აუტსაიდერებშია

22:06 / 17 სექ 2022
აია ლიდერებში დაბრუნდა, ლოკომოტივი აუტსაიდერებშია

აია-ხარები 27:26
აია:  3ლ – ორმოცაძე, კვირიკაშვილი, გაბისონია. 3გ,2ს – ღლონტი
სინბინი: შვანგირაძე
ხარები: 4ლ – ბურჭულაძე, ლ.ნარიმანიძე, ილურიძე, მღებრიშვილი. 3გ – პეტრიაშვილი
სინბინი: პეტრიაშვილი, გ.ნარიმანიძე
მსაჯი: საბა აბულაშვილი

ქუთაისის აია ლელოსა და ყაზბეგთან ერთად დაუმარცხებლად განაგრძობს ასპარეზობას. მესამე ტურში ქუთათურებმა რუსთავის ხარებს უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით 27:26 დაამარცხეს.

თუმცა, პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც აიამ 27:14 მოიგო ვერაფრით იფიქრებდით, რომ მასპინძლებს შეიძლება წაეგოთ კიდეც.

შესვენების შემდეგ აიამ ინიციატივა დათმო. ხარებმა კი, ორი ლელო მიითვალეს, რომელთაგან ერთი ვერ გარდასახეს, რაც წაგების ფასად დაუჯდათ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აიას ცხრა ნომერი ზვიად ორმოცაძე დაასახელეს.

 

ლოკომოტივი-ყოჩები 18:32
|ლოკომოტივი: 2ლ – დ.ხურცილავა, ბენდელიანი. 2ს – კალანდაძე, სახელაშვილი. გ – სახელაშვილი
ყოჩები: 4ლ – რეხვიაშვილი (3), ჭუმბაძე. 2ს,2გ – მალაღურაძე.
სინბინი: მახათაძე
მსაჯი: გელა ლემონჯავა

სამი თამაშიდან სამივე წააგო და უჩვეულოდ აუტსაიდერია ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი თბილისის ლოკომოტივი. რკინიგზელებმა ამჯერად ბოლნისის ყოჩებთან დათმეს შეხვედრა – 18:32.

ყოჩები პირველი ტაიმის 28-ე წუთისთვის მეტოქეს უკვე 22:3 უგებდა. თუმცა, ლოკომოტივმა ანაგარიშის 11 ქულამზე შემცირება შეძლო – 11:22. მეორე ტაიმში გუნდებმა კიდევ თითო ლელო მიითვალეს. ბოლნისელებმა მას ერთი სჯარიმოც დაამატეს და დამსახურებულად აჯობეს მეტოქეს – 32:18.

მატჩის საუკეთესო მორაგბე ყოჩების გარემარბი ნიკოლოზ რეხვიაშვილი გახდა.