ალესანდრო დელ პიერო: კვარაცხელია გასაოცარი ფეხბურთელია

16:04 / 4 ოქტ 2022
ალესანდრო დელ პიერო: კვარაცხელია გასაოცარი ფეხბურთელია

ტურინის იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ, ნაპოლის ბოლო ამბებზე ისაუბრა. მან გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა შეაქო და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

“სპალეტიმ და მთლიანად გუნდმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ძალიან კარგად იმუშავეს. ნაპოლიმ ზუსტად ის ფეხბურთელები დაიმატა, რომელიც სპალეტის სურდა. ახალწვეულებმა გუნდზე გიჟური გავლენა მოახდინეს. ანგისა ტორინოსთან შესანიშნავი იყო, ასევე არის კვარაცხელია, რომელიც გასაოცარია. მას მშვენივრად შეუძლია კაცის მოტყუება, კარგი დრიბლინგი აქვს და ამ ყველაფერს ისე აკეთებს, რომ მეტოქეს ტკივილს აყენებს. ამ გზას პოლიტანოც ხშირად მიმართავს, რათა მეურვისგან გათავისუფლდეს, ისე როგორც ამას ინსინიე აკეთებდა.” – განაცხადა დელ პიერომ Sky Calcio Club-თან საუბრისას.

ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში მან ნაპოლის რიგებში 10 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ნაპოლი დღეს ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ამსტერდამის აიაქსს დაუპირისპირდება.