ალვესი ცოლს არ შეხვდა – დაურეკა და…

ალვესი ცოლს არ შეხვდა – დაურეკა და…
დანი ალვესმა ცოლთან ციხეში საუბარი არ ისურვა, შემდეგ კი დაურეკა და სთხოვა, რომ არ მიეტოვებინა.
მოგეხსენებათ, ბარსელონას, პსჟ-ს და იუვენტუსის ყოფილი მცველი გაუპატიურების ბრალდებითაა დაჭერილი, გირაოს სანაცვლოდ არ უშვებენ და – 4-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ალვესმა აღიარა, რომ გოგონასთან სექსუალური კავშირი ჰქონდა, თუმცა ძალადობას უარყოფს.
ჟურნალისტმა ლეტიცია რეკიეხომ ანა როსას პროგრამაში ფეხბურთელის მეუღლეზე – ჯოანა სანციზე ისაუბრა, რომელმაც დანის ციხეში შეხვედრა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო – შემდეგ კი, ბრაზილილემა დაურეკა.
საუბარმა დიდ ხანს არ გასტანა. ალვესმა ცოლს უთხრა, რომ განქორწინების შესახებ მისი განზრახვა იცის, მაგრამ არ უნდა დაკარგოს და უყვარს. “ვფიქრობ, ეს ჟღერდა ასე: ახლა არ მიმატოვო”, – თქვა რეკიეხომ.
ჯოანს მასთან პირისპირ საუბარი სურს, რათა განმარტება მიიღოს. მიუხედავად იმისა, რას ეტყვის ქმარი, განქორწინება მაინც გადაწყვეტილი აქვს.
ალვესს ცოლთან პირისპირ საუბარი მანამ არ სურს, სანამ არ გამოუშვებენ…