ალკარასის სრულფასოვანი რევანში ნადალთან

ალკარასის სრულფასოვანი რევანში ნადალთან

2021 წლის 5 მაისს, მადრიდის მასტერსზე მოასპარეზე კარლოს ალკარასს 18 წელი შეუსრულდა, იუბილარ მეტოქეს ნადალმა მხოლოდ 3 გეიმი მოაგებინა და სწრაფი ტემპით გაუშვა სახლში, რათა “ტორტზე სანთლები ჩაექრო”…

ამ მოვლენიდან 1 წელი და 1 დღე გავიდა… კარლოს ალკარასმა 2022 წლის 6 მაისს სრულფასოვანი რევანში აუღო რაფაელს, ნატკენი ფეხით დაამარცხა რა მეტოქე 6:2 1:6 6:3 და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

null

შეხვედრის სტარტზე ალკარასმა ნადალს ყველა საჩოგბურთო კომპონენტში აჯობა და პირველი სეტი ულაპარაკოდ მოუგო 6:2.

მეორე პარტიის სტარტზე კი კარლოსმა ფეხი გადაიბრუნა და სამედიცინო ტაიმაუტის აღება მოუწია. თინეიჯერ ესპანელს კოჭი დაუსივდა და დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ტამაშიდან მოხსნილიყო, თუმცა ახალგაზრდა ჩოგბურთელმა “გაძლო” – ექიმმა ტკივილგამაყუჩებელი აბი მისცა და კოჭი გადაუხვია, თუმცა ტკივილი ესე მარტივად არ ტოვებდა კარლოსს.

ნადალმა ძალიან მარტივად მოიგო მეორე სეტი და პარტიებს შორის ანგარიში გაათანაბრა 1-1 (2:6 6:1).

null

მესამე სეტის მესამე გეიმში, მეტოქის ჩაწოდებაზე ნადალი 30:15 იგებდა, როდესაც მშვენიერი კომბინაცია გაითამაშა, ბადესთან გავიდა და ალკარასი კუთხეში მოიმწყვდია, თუმცა თინეიჯერმა ულამაზესი დარტყმით გაუტარა ბურთი რაფას და უმნიშვნელოვანესი ქულა მოუგო… სწორედ ეს მომენტი გამოდგა გადამწყვეტი მატჩში. ალკარასმა დაიჯერა, რომ დაზიანებული ფეხითაც შეძლებდა ლეგენდარული ესპანელის დამარცხებას და ეს მართლაც შეძლო .

ტურნირის 1/2 ფინალურ სტადიაზე კარლოს ალკარასი მსოფლიო რეიტინგის პირველ ჩოგან – ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება. სერბმა ჩოგბურთელმა თავისმხრივ 1/4 ფინალში 6:3 6:4 სძლია ჰუბერტ ჰურკაჩს.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ალექსანდრ ზვერევი და სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდებიან.