ალკარასი 1/8 ფინალშია

ალკარასი 1/8 ფინალშია

ინდიან-უელსში გრძელდება ATP-ს საჩოგბურთო სეზონის პირველი მასტერსი. 1000-იანთა კატეგორიის ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი – კარლოს ალკარასი.

null

მეორე რაუნდის მატჩში, ესპანელმა თინეიჯერმა 6:3 6:3 სძლია ტანასი კოკინაკისს და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის სტარტი კარლოსს იდეალური გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და მალევე 3:0 დაწინაურდა. ავსტრალიელი ჩოგბურთელი ყველანაირად ცდილობდა თუნდაც ბრეიკპოინტამდე მისვლას, თუმცა ეს არ გამოუვიდა.

ალკარასმა წარმატებით შეინარჩუნა მოპოვებული ჰანდიკაპი და პირველი სეტი 6:3 მოიგო.

null

მეორე პარტიის სტარტზე ტანაისის ისევ გაუჭირდა – პირველ გეიმში 2 ბრეიკპოინტი გადაარჩინა, თუმცა მესამეში უკვე ვეღარაფერი გააწყო მეტოქის იდეალურ მიღებასთან და მაინც დაბრეიკდა.

კარლოსი დამაჯერებლად აკონტროლებდა შეხვედრის მიმდინარეობას – მე-9 გეიმში კიდევ ერთხელ მოიგო გეიმი მეტოქის ჩაწოდებაზე და მასთან ერთად მატჩიც 6:3 6:3.

შეხვედრა 78 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ალკარასის ანგარიშზე 1 ეისი, 1 ორმაგი შეცდომა და 3 ბრეიკი იყო. კოკინაკისმა 6 ეისის წილ 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა და ვერცერთხელ ვერ მივიდა ბრეიკპოინტამდეც კი.

ინდიან უელსის 1/8 ფინალურ სტადიაზე კარლოსის მეტოქე ტალონ გრიკსპური იქნება.