ალკარასმა ნადალის შემდეგ ჯოკოვიჩიც დაამარცხა

ალკარასმა ნადალის შემდეგ ჯოკოვიჩიც დაამარცხა

მადრიდის მასტერსზე, 19 წლის კარლოს ალკარასი აგრძელებს ფანტასტიკური ჩოგბურთის დემონსტრირებას. გუშინ, ტურნირის 1/4 ფინალურ სტადიაზე თინეიჯერმა ესპანელმა დასიებული კოჭით თანამემამულე რაფაელ ნადალს მოუგო, დღეს, ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩსაც სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა.

null

შეხვედრის სტარტი ესპანელს უკეთესი გამოუვიდა – თინეიჯერმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და ანგარიშში დაწინაურდა. დიდი მცდელობის მიუხედავად, ჯოკოვიჩმა მხოლოდ მერვე გეიმში შეძლო უკუბრეიკის შესრულება და წონასწორობის აღდგენა.

სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც უკეთესად გამოცდილი სერბი ირჯებოდა – ნოვაკმა “საჩოგბურთო ლატარეაში” 7:5 იმარჯვა.

მეორე პარტიის საწყის 10 გეიმში აბსოლიტურად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, ორივე ჩოგბურთელს ქონდა რამდენიმე შანსი მეტოქის ჩაწოდების აღების, თუმცა მათ ბრეიკპოინტების რეალიზება ვერ შეძლეს. თითქოს სეტის ბედი ისევ ტაიბრეიკს უნდა გადაეწყვიტა, თუმცა მოულოდნელად კარლოსმა ბრეიკი შეასრულა და შემდეგ წარმატებთ ჩააწოდა სეტზეც 1:1 (6:7 7:5).

მესამე, გადამწყვეტი პარტია გარდამავალი უპირატესობით წარიმართა – ჩოგბურთელები რეგულარულად მიდიოდნენ ერთმანეთის ჩაწოდებაზე ბრეიკპოინტებამდე, თუმცა მათი გამოყენება ვერ ხერხდებოდა. საბოლოოდ საქმე ისევ ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ოდნავ უკეთესად ამჯერად ალკარასი მოქმედებდა – 19 წლის ესპანელმა მესამე მატჩპოინტით მოიგო მატჩი და კარიერაში პირველად დაამარცხა მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი 6:7 7:5 7:6.

მატჩი 3 საათსა და 38 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში კარლოსის ანგარიშზე 4 ეისი, ამდენივე ორმაგი შეცდომა და 2 ბრეიკი იყო. ჯოკოვიჩმა 8 ეისის წილ 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 6 ბრეიკპოინტიდან მხოლოდ ერთი რეალიზება შეძლო.

ალკარასმა კარიერის განმავლობაში 11-დან 10-ჯერ მოიგო გადამწყვეტი სეტის ტაიბრეიკი (ერთადერთი მარცხი მატეო ბერეტინისთან 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე).

ალკარასი მე-12 ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ერთ ტურნირზე მოუგო ნადალსაც და ჯოკოვიჩსაც.

ალაკარასი ჩოგბურთი ისტორიაში პირველია, რომელმაც თიხნარის საფარზე ერთმანეთის მიყოლებით მოუგო რაფაელ ნადალს და ნოვაკ ჯოკოვიჩს.

კარლოსმა მიმდინარე სეზონში მეშვიდედ მოუგო ტოპ-10-ის ჩოგბურთელს (ამ მაჩვენებლით ლიდერობს ტურზე).

ალკარასი მადრიდის მასტერსის ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტია.

კარლოსი ტურნირის ფინალში ზვერევ/ციციპასს შორის გამარჯვებულს შეხვდება.