ალკარასმა 2 კვირაში 2 ფინალი წააგო

ალკარასმა 2 კვირაში 2 ფინალი წააგო

ხორვატიის ქალაქ უმაგში დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ შეხვედრაში იანიკ სინერმა 6:7 6:1 6:1 სძლია კარლოს ალკარასს და კარიერაში პირველად მოიგო ტურნირი თიხნარის საფარზე.

null

პირველმა სეტმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა – ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე და ბიჭები ტაიბრეიკამდე ბრეიკპოინტების გარეშე მივიდნენ. “საჩოგბურთო ლატარეაში” ესპანელი ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა, რომელმაც თავიდანვე შეასრულა მინიბრეიკი, 5:2 დაწინაურდა და შემდეგ უპრობლემოდ მიიყვანა პარტია გამარჯვებამდე 7:6 (7:5).

მეორე სეტში თამაშის სურათი რადიკალურად შეიცვალა – სინერი ბრწყინვალედ ათამაშდა და კარლიტოს არანაირი შანსი აღარ დაუტოვა – 6:1.

მესამე სეტშიც სიტუაცია ანალოგიურად განმეორდა – იტალიელმა ყველა საჩოგბურთო კომპონენტში აჯობა ალკარასს და გადამწყვეტი პარტიაც 6:1 მოუგო.

20 წლის სინერმა კარიერაში მეექვსე ტიტული მოიგო, 2022 წელს კი პირველი.

იანიკს ტოპ 5-ის ჩოგბურთელებთან 13 ურთიერთშეხვედრიდან ყველა წაგებული ქონდა და იტალიელმა ეს დანავსული სერიაც შეწყვიტა.

ალკარასმა უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში მეორე ფინალი წააგო.

პირველად, 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ კარლოსმა წააგო ისეთი მატჩი, რომელშიც პირველი სეტი მოიგო (ქონდა 39 მატჩიანი მოგებათა სერია).

null
ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში დასრულდა ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. ფინალურ შეხვედრაში ალექს დე მინორმა 6:3 6:3 სძლია ჯენსონ ბრუკსბის და კარიერაში მეორედ მოიგო ATLANTA OPEN (პირველი გამარჯვება 2019 წელს).

გადამწყვეტი მატჩი 92 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ავსტრალიელი იდეალურად გამოიყურებოდა – ალექსმა 4 ეისი ჩააწოდა და არცერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, ქონდა ბრეიკპოინტების რეალიზაციის იდეალური მაჩვენებელი – 4 შანსიდან ოთხივე გამოიყენა.

დე მინორი ასევე ბრწყინვალედ მოქმედებდა მეტოქის მეორე ჩაწოდებაზე, სადაც გათამაშებეულ ქულათა 81% მოიგო.

ალექსმა კარიერაში მეექვსე ტიტული მოიგო, ხოლო ბრუკსბიმ კი ზედიზედ მესამე ფინალი წააგო.