ანრი და ფაბრეგასი ისევ ერთად?

ანრი და ფაბრეგასი ისევ ერთად?

ტიერი ანრი იტალიური კლუბის აქციებს ყიდულობს. ეს სერია ბ-ის კლუბი კომოა. ის კომო, სადაც სესკ ფაბრეგასი გადავიდა…

იტალიური წყაროების ცნობით, სესკმა კლუბის აქციებიც იყიდა და ახლა ანრიც იგივეს აკეთებს.

შეგახსენებთ, ანრი და ფაბრეგასი ერთად თამაშობდნენ არსენალში. განსხვავება ისაა, რომ ანრი, რა თქმა უნდა, კომოში არ ითამაშებს…

რას წარმოადგენს კომო? 2019 წელს დაუბრუნდა პროფესიულ ფეხბურთს. მაშინ კლუბი იყიდა კომპანია Djarum Group-მა, რომელსაც მილიარდელები მაიკლ და რობერტ ჰარტონოები ფლობენ. კომოს გენერალურ დირექტორად ჩელსის ყოფილი კაპიტანი დენის უაიზი დაინიშნა.

ვნახოთ, გადავლენ თუ ვერა სერია ა-ში.