ანრი: სამეული არ მუშაობს…

ანრი: სამეული არ მუშაობს…

ტიერი ანრიმ პსჟ-ის ვარსკვლავური შემტევი სამეული გააკრიტიკა. ეს მანჩესტერ სიტისთან ჩემპიონთა ლიგაში 1:2 წაგების მერე… ფრანგმა ფორვარდმა გასაგებად ახსნა, რატომაც ვერ ჩაატარა პსჟ-მ კარგი მატჩი:

„იცით, რატომ ვარ გაწბილებული? ადრე ეს შემტევები დაცვაში მუშაობდნენ, ახლა კი ვხედავ, რომ ისინი უკან არ ჩამოდიან.

…როგორც ყოფილი თავდამსხმელი, დანამდვილებით გეტყვით, რომ დღევანდელ ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგას ასეთი ტაქტიკით ვერ მოიგებ. როცა მხოლოდ 7 კაცი იცავს თავს, წარმოუდგენელია.

…პსჟ ძალიან გახსნილად თამაშობს. ფრანგული გუნდების უმრავლესობა ამას ვერ იყენებს, მაგრამ სიტიმ მშვენივრად გამოიყენა.

…მწვრთნელს შეუძლია თუ არა ამ ფეხბურთელებზე გავლენის მოხდენა? ვერ გეტყვით, მაგრამ თუ მწვრთნელს ეს არ შეუძლია, მაშინ ყველაფერი კიდევ უფრო გართულდება. ნახეთ, პსჟ-დან წასულმა მწვრთნელებმა ბევრს მიაღწიეს: თომას ტუხელმა და უნაი ემერიმ. თუმცა ისიც ჩანს, რომ მაურისიო პოჩეტინო ამ გუნდში საკუთარ თავს ზოგჯერ ვერ პოულობს“ (CBS Sports)