ანტეტენკუმპოების დინასტია საბერძნეთის ნაკრებში

ანტეტენკუმპოების დინასტია საბერძნეთის ნაკრებში

1 სექტემბერს სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში. მოახლოვებული ევრობასკეტისთვის წარმატებით ემზადება საბერძნეთის ნაკრები, რომელიც ტურნირის ერთერთი ფავორიტია. ჩვენი მეზობლები C ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მათი მეტოქეები ესტონეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი, იტალია და ხორვატია იქნებიან.

null

C ჯგუფის შეხვედრებს იტალიის ქალაქი მილანი უმასპინძლებს, საბერძნეთის განრიგი კი ასე გამოიყურება.

2 სექტემბერი საბერძნეთი – ხორვატია

3 სექტემბერი საბერძნეთი – იტალია

5 სექტემბერი საბერძნეთი – დიდი ბრიტანეთი

6 სექტემბერი საბერძნეთი – უკრაინა

8 სექტემბერი საბერძნეთი – ესტონეთი

ბერძენთა საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელი დიმიტრის იტუდისია, რომელმაც საკმაოდ ძლიერ შემადგენლობას მოუყარა თავი. აღსანიშნავი ფაქტია, რომ საბერძნეთის ნაკრებში, ევრობასკეტზე ოთხივე ძმა – ანტეტენკუმპოებიი ითამაშებენ.

null

საბერძნეთის ნაკრების განაცხადი ევრობასკეტზე

დიმიტრის აგრევანისი, ალექს ანტეტენკუმპო, იანის ანტეტენკუმპო, კოსტას ანტეტენკუმპო, თანასის ანტეტენკუმპო, ლეფთერის ბოჭორიდისი, ნიკ კალატესი, ნიკოს ჩუკაზი, ტაილერ დორსი, კოსტას გონიკასი, პანაგიოტიოს კალაიტზაკისი, ლეონიდას კასელაკისი, იანის კულეზოღლუ, იანის ლარენძაკისი, მიჩალის ლუნძისი, ლეფთერის მანძუკასი, დიმიტრის მორაიტისი, ომერ ნეტზიპ ოღლუ, გეორგიოს პაპაიანისი, კოსტას პაპანიკოლაუ, იოანის პაპაპეტრუ, კოსტას სლუკასი, გეორგიოს ტანულისი.