ანტი-ნაგელსმანები

ანტი-ნაგელსმანები

 

ბაიერნში არეულობა გრძელდება. სამი სხვადასხვა დაჯგუფებაა და მათ შორის ერთში 4 ფეხბურთელია, რომლებიც იულიან ნაგელსმანით უკმაყოფილებას ღიად გამოხატავენო.

სადიო მანე, იოზუა კიმიხი, რაიან გრავენბერხი, ლეონ გორეცკა – ეს ოთხნი ანტი-ნაგელსმანები ყოფილან. ინფორმაციას გერმანული Sport1 წერს. მანემ კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო 5  მატჩში არცერთი საგოლე მოქმედება არ ჰქონია: არც გოლი, არც პასი. სენეგალელი გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ თამაშს მოუმატებს.

გრავენბერხმა ინტერვიუში თქვა, რომ მეტ სათამაშო დროს იმსახურებს. კიმიხს პრაქტიკა არც არასოდეს აკლდა, მაგრამ არ მოსწონს ეს სიტუაცია, რაც გუნდში ხდება. იოზუა ამბიციური ტიპია.

გორეცკამ კი სეზონის სტარტზე სათადარიგოებში მოხვედრაზე დაიჩივლა. თქვა, რომ მუდმივად სასტარტო სურს, რათა მსოფლიო ჩემპიონატს ფორმაში შეხვდეს.

გამოასწორებს ბაიერნი შედეგებს? დრო გვიჩვენებს. ისე კი, ნაგელსმანის ნაცვლად თომას ტუხელის დანიშვნაზე მიდის საუბარი.