არაა ხორვატი? არაა ზეიმი!

არაა ხორვატი? არაა ზეიმი!

ტრადიცია გრძელდება: ზედიზედ 10 წელია, ჩემპიონთა ლიგის მომგებ გუნდს მინიმუმ ერთი ხორვატი ფეხბურთელი ჰყავს. ლუკა მოდრიჩი – რეალის ათიანი, ნახევარდაცვის გული.

ამ ტრადიციას მარიო მანჯუკიჩმა დაუდო სათავე. 2013 წელს ბაიერნში მოიგო ლიგა, თან ფინალში გოლი გაუტანა დორტმუნდს.

მოდრიჩი და კოვაჩიჩი (2014, რეალი), რაკიტიჩი (2015, ბარსელონა),  მოდრიჩი და კოვაჩიჩი (2016. 2017, 2018 – რეალი), ლოვრენი (2019, ლივერპული), პერიშიჩი (2020, ბაიერნი), კოვაჩიჩი (2021, ჩელსი), ისევ უბერებელი მოდრიჩი (2022, რეალი)

სხვათა შორის, 2020 წელს პსჟ-მ ბაიერნთან ფინალი რომ წააგო, ხორვატიის საფეხბურთო კავშირის Twitter-მა დაწერა: „პსჟ, იყიდე ერთი ხორვატი და ლიგა შენია“.