არ დაგვენახოს…

მადრიდის რეალი აღარასოდეს დაუბრუნდება კილიან მბაპეს საკითხის განხილვას. კლუბის ხელმძღვანელობა მას მოღალატედ მიიჩნევს.
სამეფო კლუბში ესმით, რომ ზაფხულში მადრიდელებთან მოლაპარაკება მბაპემ პარი სენ-ჟერმენში ასტრონომიული ხელფასის დასანიშნად გამოიყენა.
მადრიდში ყოფნისას პრეზიდენტ პერესთან მას თბილი შეხვედრა ჰქონდა. თითქმის ყველაფერზე შეთანხმდნენ. თუმცა შემდეგ პსჟ-ში დარჩენის თაობაზე აღარც დაურეკავს. მოკლე შეტყობინება გაუგზავნა პერესს.
კლუბში ასევე ფიქრობენ, რომ კარგი იქნება ფრანგი რეალის ქომაგებს არასოდეს დაენახოს, თორემ ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება.