ასტონ ვილამ კოუტინიო წარადგინა

20:43 / 12 იან 2022
ასტონ ვილამ კოუტინიო წარადგინა

12 იანვარს ასტონ ვილამ ოფიციალურად წარადგინა 29 წლის ბრაზილიელი ახალწვეული ფელიპე კოუტინიო, რომელიც ბირმინგემულმა კლუბმა ბარსელონასგან იჯარის წესით დაიმატა მიმდინარე სეზონის ბოლომდე, გამოსყიდვის უფლებით.

No description available.

კოუტინიომ ტრადიციული მისასალმებელი სიტყვები თქვა წარდგენისას და დაამატა, რომ ინგლისურ კლუბში მისი გადასვლის მთავარი მიზეზი გუნდის დამრიგებელი, სტივენ ჯერარდია, რომელთანაც მას თავის დროზე ლივერპულში უთამაშია.

„გადაწყვეტილების მიღებამდე სტივის ვესაუბრე. მან ზუსტად ამიხსნა როგორი ამბიციები აქვს კლუბს. დიდი ხანია ვიცნობ. ერთად ვთამაშობდით და ბევრი ვისწავლე მისგან. დიდებული ადამიანი და პროფესიონალია,“ – დასძინა კოუტინიომ.

წინა დღეებში ჯერარდმა ფილიპეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი უწოდა.