ატლანტამ უკანასკნელ წამზე მოიგო

ატლანტამ უკანასკნელ წამზე მოიგო

NBA-ს რეგულარული სეზონი გრძელდება. უაღრესად საინტერესო და დრამატული გამოდგა ატლანტას და ტორონტოს დაპირისპირება.

ჰოუქსი საკუთარ მოედანზე მასპინძლობდა კანადურ კლუბს და მცირე ფავორიტადაც მიიჩნეოდა, თუმცა რაპტორზმა საკმაოდ მაღალი დონის თამაში აჩვენა და ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან.

null

თამაშის მოგების შანსი ხელიდან გაუშვა სკოტი ბარნსმა, რომელმაც მარტივი სიტუაციიდან ვერ ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა 111-111.

დამატებითი 5 წუთეულიც არანაკლებ საინტერესო გამოდგა. ოვერტაიმის უკანასკნელ წამებზე ტრეი იანგმა დრიბლინგით გაიარა მეტოქის სამი კალათბურთელი და მშვენიერი პასი მიაწოდა ეი ჯეი გრიფინს, რომელმაც ჰაერიდანვე ჩააგდო ბურთი კალათში და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა 124-122.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ატლანტას გამთამაშებელი ტრე იანგი გახდა, რომლის ანგარიშზეც 33 ქულა და 12 შედეგიანი პასი გხლდათ. 22 ქულა ჩააგდო დეანდრე ჰანტერმა, ორმაგი დუბლი ქონდა კლინტ კაპელას 18 ქულა+14 მოხსნა.

null