“აქედან წადი!” ულტრასებმა მწვრთნელის პრეზენტაცია ჩაშალეს

“აქედან წადი!” ულტრასებმა მწვრთნელის პრეზენტაცია ჩაშალეს

საინტერესო ამბავი სლოვენიურ ლიუბლიანის ოლიმპიაში… მწვრთნელად დანიშნეს ესპანელი ალბერტ რიერა, რომლის პრეზენტაციაც კლუბის ულტრასებმა ჩაშალეს: დარბაზში შეიჭრნენ და ცალკე კლუბის დირექტორს, ცალკე რიერას უყვირეს, აქედან წადითო. რიერაც იძულებული გახდა, დარბაზიდან გასულიყო.

ულტრასები გამწარებულები არიან იმით, რომ მწვრთნელი რობერტ პროსინეჩკი მოხსნეს და მის ნაცვლად რიერა მიიყვანეს.

პროსინეჩკი, ბევრმა იცით, ხორვატული ფეხბურთის ლეგენდაა, რეალში და ბარსელონაშიც თამაშობდა. რიერას რაც შეეხება, ლივერპულში გახლდათ რაფა ბენიტესის მწვრთნელობისას. რიერა აქამდე არასოდეს ყოფილა მთავარი მწვრთნელი, ასისტენტად მუშაობდა სხვადასხვა კლუბებში.

რიერასთვის ოლიმპია პირველია და იქაც ვინ აცდის?..